სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

28 სექტემბერს 13:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება კონტაქტური კარატეს ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის - კავკასიის თასი 2017 პრესკონფერენცია

თარიღი: 2017 სექტემბერი 27



1 ოქტომბერს, დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში, კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი 2017" გაიმართება.

ღია საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, ყაზახეთის, უკრაინის და საბერძნეთის ნაკრები გუნდების სპორტსმენები მონაწილეობენ. შესარჩევი ორთაბრძოლები 11:00 საათიდან დაიწყება, 16:00 საათიდან კი გაიმართება საზეიმო გახსნა, ნახევარფინალური და ფინალური ორთაბრძოლები.

საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" ტრადიციულად 1998 წლიდან ტარდება და მასში კავკასიის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობდნენ, თუმცა აღნიშნულ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში ასპარეზობის სურვილი სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს და უკვე მე-4 წელია, რაც მონაწილეთა შემადგენლობა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. შეჯიბრება, რომელიც კონტაქტური კარატეს საერთაშორისო წესებით ტარდება, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას ეძღვნება.

ტურნირი ტარდება კაცებში, 4 წონით კატეგორიაში: -65კგ.; -75კგ.; -85კგ.; +85კგ., ხოლო ქალებში აბსოლუტურ წონით კატეგორიებში. შეჯიბრებას დაესწრებიან ევროპის კარატეს ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტები, ევროპის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფედერაციების პრეზიდენტები.

ტურნირის ფარგლებში ასევე გაიმართება საერთაშორისო სამსაჯო და ტრენინგ-სემინარები, დაგგემილია თბილისის  სპორტის სასახლის დათვალიერება, ინსპექტირება და შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ ევროპის კარატეს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2020 წლის აპრილში  თბილისი, კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები