სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში ფარიკაობაში საქართველოს თასი გათამაშდება. ტურნირი ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში ჩატარდება.

თარიღი: 2017 სექტემბერი 28

29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში ფარიკაობაში საქართველოს თასი გათამაშდება. ტურნირი ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში ჩატარდება და მასში დედაქალაქის, რუსთავის, ზესტაფონის, ქუთაისის, აჭარის, ოზურგეთისა და აფხაზეთის საუკეთესო სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

ფედერაციის მოწვევით, საქართველოს თასის ღია გათამაშებაში სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი და რუსი მოფარიკავეებიც იასპარეზებენ, საერთო ჯამში 100-ზე მეტი მუშკეტერი. საკვალიფიკაციო შეხვედრები 10 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 15 საათზე გაიხსნება.

29 სექტემბერს მოფარიკავეთა ბილიკებზე მოხმალავენი დადგებიან, 30 სექტემბერს რაპირისტები, 1 ოქტომბერს კი ვაჟები და გოგონები დაშნით იასპარეზებენ. ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს თასის ღია გათამაშებაში სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი და ლუკა ღაღანიძეც გამოვლენ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები