სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

4 ოქტომბერს, 19 საათზე, თბილისის ივენთჰოლში წყალბურთის კლუბის დინამოს პრეზენტაციაა. რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ სახელოვანი გუნდი აღდგა და დიდი გეგმები დაისახა.

თარიღი: 2017 ოქტომბერი 04

პრეზენტაციაზე, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ვეტერანი წყალბურთელები და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან, დინამოს მესვეურები უახლოეს მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრებენ.

დინამო 1938 წელს დაარსდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. 1960 და 1962 წლებში კლუბმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1958, 1959, 1964 და 1966 წლებში კი პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა. 1963 წელს დინამოელებმა სსრკ 8 უძლიერესი კლუბის საკავშირო ტურნირში გაიმარჯვეს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები