სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

25 ოქტომბერს, 16 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მთამსვლელებს არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს უმასპინძლებს. ქართველთა სამეულმა სექტემბრის მიწურულს ჰიმალაებში პირველი ქართული გზა გაკვალა.

თარიღი: 2017 ოქტომბერი 25

სამეულმა ჰიმალაებში პირველი ქართული გზა ნეპალის ტერიტორიაზე მდებარე ლარკიაზე (6425მ) გაკვალეს და მწვერვალიც დაიპყრეს.

ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში 8 სექტემბერს ჩავიდა. მათ იქ გამოცდილი გია თორთლაძე დაემატათ, თუმცა მოგვიანებით ეს უკანასკნელი გზიდან მოტრიალდა.

ბადრიაშვილმა, ტეფნაძემ და გელაშვილმა საბაზო ბანაკიდან 9-დღიანი შტურმი დაიწყეს, რომელიც 28 სექტემბერს ლარკიას დაპყრობით დაგვირგვინდა!

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მთამსვლელებმა თითქმის ერთი კვირა (6 დღე) ლარკიას 700-მეტრიან სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის გავლას შეალიეს. საბოლოო ჯამში უმაღლესი კატეგორიის - 6A - სირთულის მწვერვალზე ქართველთა სამეულმა ფეხი შედგა და რაც მთავარია, მშვიდობით დაბრუნებაც მოახერხა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები