სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

„მეწარმეობის რეგიონული სკოლა“ -ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა

თარიღი: 2017 ოქტომბერი 27


28 ოქტომებრს,  18:00 საათზე ,,ფაბრიკაში'' (მის: თბილისი, ე.ნინოშვილის N8)  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა'' შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა გაიმართება. პროექტის მონაწილები გორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან, პანკისის ხეობიდან წარმოადგენენ პროექტის ფარგლებში შექმნილ პროტოტიპებს - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველად ვერსიას, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა.

სამინისტროს პროექტი - „მეწარმეობის რეგიონული სკოლა"  2017 წლის ივნისში დაიწყო და განხხორციელდა ოთხ მუნიციპალიტეტში - ახალციხეში, გორში, ზუგდიდსა და პანკისის ხეობაში. პროგრამის მიზანს  ახალგაზრდებში სამეწარმეო და ინოვაციური უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარება, სტარტაპების დაწყებასა და თვითდასაქმებაში ხელშეწყობა წარმოადგენდა. ოთხივე მუნიციპალიტეტიდან პროექტში 300-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ:

- დასწრებიდნენ კრეათონებს, ბიზნეს-იდეების მარათონებს პროექტში ჩასართავად შერჩევის მიზნით;

- გაევლოთ ორ ეტაპიანი სატრენინგო მოდული მეწარმეობის თემაზე;

-  ჩამოეყალიბებინათ და განევითარებინათ სტარტაპ-იდეები მენტორების დახმარებით

 - შეექმნათ პროტოტიპები

ედრაზე, დემო დღეზე, დამუშავებული 35 იდეიდან 13 საუკეთესო გუნდს მიეცემა საკუთარი პროდუქტის წარმოდგენის საშუალება. მონაწილეები ფართო საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ პროდუქტს, შეხვდებიან პოტენციურ პარტნიორებს და დამფინანსებლებს. დემო-დღეზე მოსულ სტუმრებს შეეძლებათ საინტერესო, ბაზარზე ახალი პროდუქტის დაგემოვნება და რიგ შემთხვევაში შეძენაც.

პროექტის შემაჯამებელ შეხვპროგრამა ხორციელდება სამინისტროსა და USAID-ის პროექტი ,,ზრდას'' თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამის საგანმანათლებლო ნაწილი უზრუნველყო ორგნიზაციამ ,,ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი''.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რევაზ ჯაველიძე და მოსწეული სტუმრები დაესწრებიან.

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები