სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

5-12 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო კალასში (კ. აფხაზის 25) გაიმართება მსოფლიო თასის მე-5 ეტაპი 64 უჯრიან შაშში. საერთაშორისო ტურნირი სამ დისციპლინაში - ელვისებურ, სწრაფ და კლასიკურ შაშში ტარდება.

თარიღი: 2017 ნოემბერი 07



საერთაშორისო შაშის ფედერაცია (IDF) სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის შესაბამისად, 2017 წლის 5-12 ნოემბერს თბილისში ატარებს 2017 წლის შაში-64-ის მსოფლიო  თასის  გათამაშების მე-5 ეტაპს, საერთაშორისო ტურნირი "Georgia-2017"-ის ფარგლებში.

ტურნირი გაიმართება  სასტუმრო "კალასი"-ში, რომელმაც 2016 წელს წარმატებით უმასპინძლა ევროპის შაში-64-ის ჩემპიონატს მამაკაცებსა და ქალებს შორის. მისამართი: ქ. თბილისი, კ. აფხაზის ქ. (ყოფ. ლესელიძე) #25;

ტურნირის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:

  • სასწავლო ღონისძიებები მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენების მონაწილეობით, 2017 წლის 1-დან 4 ნოემბრის ჩათვლით;
  • 2017 წლის მსოფლიო თასის მე -5 ეტაპი შაში-64-ში - საერთაშორისო ტურნირი "Georgia - 2017" 5-12 ნოემბერი, 2017;
  • ტურნირის ოფიციალური გახსნა - 6 ნოემბერი, 14:00 სთ;

მსოფლიო თასის მე-5 ეტაპი ტარდება სამ დისციპლინაში: ელვისებური, სწრაფი და კლასიკური. ელვისებური და კლასიკური პროგრამა ჩატარდება შაში-64-ის საერთაშორისო/რუსული  ვერსიის მიხედვით. სწრაფი პროგრამა გაიმართება ბრაზილიური ვერსიით.

საქართველო ჰყავს საერთაშორისო დიდოსტატები, რომლებიც ტურნირზე მოსინჯავენ თავიანთ ძალებს:  ალექსანდრე   ბერუაშვილი   -  წარსულში   სსრკ  ჩემპიონი;  ლევან  კიკნაძე  -  ორგზის ევროპის ჩემპიონი ინტერნეტ ვერსიით;  ხოლო მანდილოსნებში დიდოსტატი - იამზე წივწივაძე.

ოფიციალური ვებ გვერდი: www.idf64.org

ტურნირის ლინკი: https://idf64.org/2017/5th-stage-of-world-cup-international-competition-georgia-2017/ ტურნირის ოფიციალური ელ. ფოსტა: office@idf64.org

კონტაქტი: ლევან კიკნაძე - (+995) 577 050225;

ატორები:  საერთაშორისო შაშის ფედერაცია, საქართველოს შაშის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია   

მხარდამჭერები:  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

სხვა ახალი ამბები