სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

1 დეკემბერს, 14 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის „ვიტალი დარასელია 60“ პრეზენტაცია გაიმართება.

თარიღი: 2017 ნოემბერი 30

წიგნის შემდგენელი სსჟა-ს წევრი ლაშა გოდუაძეა. პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები დაესწრებიან.

2017 წელს 35 წელი სრულდება ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის გარდაცვალებიდან. თბილისის დინამოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი 1982 წლის 13 დეკემბერს, რიკოთზე, სოფელ უბისასთან მომხდარ ავტოავარიას შეეწირა.

„ვიტალი დარასელია 60" ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილების, ინტერვიუების, ჩანახატების და მოგონებების კრებულია. წიგნში თავმოყრილია ფოტოები ვიტალი დარასელიას არქივიდან.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები