სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

15 ივლისს 10:00 საათზე ლადო ვარძელაშვილი გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრს მოინახულებს

თარიღი: 2010 ივლისი 14

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი 15 ივლისს 10:00 საათზე გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრს ეწვევა, სადაც შეკრებაზე მყოფ სპორტსმენებს მოინახულებს.

გლდანის ოლიმპიურ ცენტრში საქართველოს ძალოსანთა სამივე ასაკის სპორტსმენები, კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული და 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდები გადიან შეკრებას.

ძალოსნები 16-18 ივლისს საქართველოს ჩემპიონატს ატარებენ, რის შემდეგაც ეროვნული გუნდი სექტემბერში გასამართი მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატისათვის გააგრძელებს მზადებას. მნიშვნელოვანი გამოცდა ელით ახალგაზრდა ძალოსნებსაც, რომლებიც 20 და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მოსამზადებლად გადიან შეკრებას.

ახალგაზრდა მოჭიდავეები 20-25 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ემზადებიან, 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები კი 6-11 აგვისტოს ჩასატარები საერთაშორისო ტურნირისათვის გადის მზადებას.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

სხვა ახალი ამბები