სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

30 მაისი - 6 ივნისი (ბათუმი, სასტუმრო შერატონი) მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის რაპიდსა და ბლიცში

თარიღი: 2012 მაისი 28

30 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, ბათუმის სასტუმრო "შერატონი", ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ამ დროისთვის რეგისტრირებულია 17 ქვეყნის 50 მონაწილე, მათ შორის, 17 ქართველია. აღნიშნულ ტურნირში მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს. 17 მონაწილეს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება აქვს. აღნიშნული ტურნირი შვეიცარიული სისტემით ჩატარდება. სწრაფ ჭადრაკში 11, ხოლო ბლიცში 15 ტური გაიმართება. თითოეულ პარტიაზე დროის კონტროლი ასეთია:
სწრაფი ჭადრაკი: 25 წუთი თითოეულ მოჭადრაკეს, სვლაზე 10 წამის დამატებით. ბლიცი: 4 წუთი თითოეულს, სვლაზე 2 წამის დამატებით. ორივე ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სწრაფი ჭადრაკი

I ადგილი - 12 000
II - 9 000
III - 7 000
IV - 6 000
V - 5 000
VI - 4 000
VII-VIII - 3 000
IX-X - 2 000
XI-XII - 1500
XIII-XV - 1 000

ბლიცი

I - 10 000
II - 7 000
III - 5 000
IV - 4 000
V - 3 000
VI - 2 000
VII-X- 1 500
XI-XIII - 1 000
XIV-XV - 500
პირველი ადგილის გაყოფის შემთხვევაში, ორი მოჭადრაკე, რომელსაც საუკეთესო დამატებითი მაჩვენებლები გააჩნია, გაითამაშებს 2 პარტიისაგან შემდგარ ბლიც-მატჩს გამარჯვებულის გამოსავლენად. დამატებითი მაჩვენებლები ასეთი თანმიმდევრობით განიხილება:
ა)    ყველაზე მაღალი მედიან ბუჰგოლცი
ბ)    ყველაზე მაღალი ბუჰგოლცი
გ)    ყველაზე მაღალი პერფორმანს რეიტინგი
დროის კონტროლი თითოეულს 4 წუთი, სვლაზე 2 წამის დამატებით.

განრიგი

30 მაისი - გახსნის ცერემონიალი (20:00) - სასტუმრო "შერატონი",
მონაწილეთა ტექნიკური შეხვედრა (21:00)
სასტურმო "შერატონი" (დასწრება სავალდებულოა)
31 მაისი - სწრაფი ჭადრაკი (ტური 1-3) 15:00;17:00;19:00;
1 ივნისი  - სწრაფი ჭადრაკი (ტური 4-6) 15:00;17:00;19:00;
2 ივნისი  - სწრაფი ჭადრაკი (ტური 7-9) 15:00;17:00;19:00;
3 ივნისი  - სწრაფი ჭადრაკი (ტური 10-11) 15:00;17:00;
4 ივნისი  - ბლიცი  (ტური 1-8) 15:00;15:30;16:00;16:30;17:00;17:30;18:00;18:30;
5 ივნისი  - ბლიცი  (ტური 9-15) 15:00;15:30;16:00;16:30;17:00;17:30;18:00;
6 ივნისი  - გამგზავრება.

ჩემპიონატში მონაწილეობენ:
მსოფლიოს საუკეთესო ტოპ-ათეულის 7 წარმომადგენელი

3. ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 2598     
4. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) 2589
5. ჟაო ქსიუ (ჩინეთი) 2549  
6. ნანა ძაგნიძე (საქართველო) 2547
7. კატერინა ლაჰნო (უკრაინა) 2546
8. ტატიანაკოსინცევა (რუსეთი) 2532
9. ვალენტინა გუნინა (რუსეთი) 2530

მსოფლიოს 5  ჩემპიონი:
 ნონა გაფრინდაშვილი - V ჩემპიონი; 5-გზის ჩემპიონი (1962-1978)
მაია ჩიბურდანიძე - VI ჩემპიონი; 5-გზის ჩემპიონი (1978 -1991)
ჟუ ჩენი - IX ჩემპიონი (2001-2004)
ანტუანეტა სტეფანოვა - X ჩემპიონი (2004-2006)
ალექსანდრა კოსტენიუკი - XII ჩემპიონი (2008-2010).

ევროპის 7 ჩემპიონი:
ვალენტინა გუნინა - მოქმედი ჩემპიონი  (2012)
პია კრამლინგი - ორგზის ჩემპიონი (2003, 2010)
კატერინა ლახნო - ორგზის ჩემპიონი (2005, 2008)
ტატიანა კოსინცევა - ორგზის ჩემპიონი (2007, 2009)

ნატალია ჟუკოვა - (2000)
ანტუანეტა სტეფანოვა - (2002)
ალექსანდრა კოსტენიუკი - (2004)

15 ოლიმპიური ჩემპიონი:
ნონა გაფრინდაშვილი - 11-გზის ჩემპიონი
(1963, 1966, 1969, 1972, 1974, 1978, 1980, 1982, 1984, 1986, 1992)
მაია ჩიბურდანიძე - 9-გზის ჩემპიონი
(1978, 1980, 1982, 1984, 1986, 1992, 1994, 1996, 2008)
ნინო გურიელი - 3-გზის ჩემპიონი
(1992, 1994, 1996)
ქეთევან არახამია-გრანტი - 2-გზის ჩემპიონი
(1994, 1996)
ჟაო ქსიუ - (2004)
კატერინა ლახნო - (2006)
ნატალია ჟუკოვა - (2006)
ანა უშენინა - (2006)
ნანა ძაგნიძე - (2008)
ლელა ჯავახიშვილი - (2008)
სოფიკო ხუხაშვილი - (2008)
მაია ლომინეიშვილი - (2008)
ტატიანა კოსინცევა - (2010)
ალექსანდრა კოსტენიუკი - (2010)
ვალენტინა გუნინა - (2010)

ყველაზე მაღალრეიტინგიანი: 1. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2598)     
ყველაზე დაბალრეიტინგიანი: 1. სვეტლანა ბეზგოდოვა (რუსეთი, 2120)          
ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - მერი არაბიძე (საქართველო, 1994 წელი)
ყველაზე  ასაკოვანი მონაწილე -  ნონა გაფრინდაშვილი (საქართველო, 3 მაისი 1941)


 

სხვა ახალი ამბები