სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ ტელეფონი: 2 23 02 03

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

1 ივნისს, 15:00 სთ., თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება [...]

თარიღი: 2012 მაისი 31

1 ივნისი, 15:00 სთ.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო  დღეს  აღნიშნავს
მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. 6, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, სარკეებიანი დარბაზი

 პრესრელიზი

1 ივნისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძებები ჩატარდება.

15:00 სთ., სარკეებიან დარბაზში სასახლის შემოქმედებითი წარმომადგენლობების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის, ტექნიკური მოდელირებისა და დიზაინის, შემეცნებით თამაშობათა  და მუსიკალური სტუდიის  მოსწავლეები. წარმოდგენილი  იქნება ფერწერული ნამუშევრები, ხეზე ნაკეთი ნივთები, ჭედურობის ნიმუშები, გობელენი, ბისერებით ნაკეთი სამკაულები, თოჯინები და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას მოსწავლეები წარმოადგენენ მასტერკლასს და ადგილზე შექმნიან ხელნაკეთ ნივთებს.

16:00 სთ., გამოფენის დასრულებისთანავე სასახლის მუსიკალური სტუდიის მოსწავლეები თეატრალურ დარბაზში გამართულ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტი კომპოზიტორ მერი დავითაშვილის სახელობის 41-ე საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულის ფარგლებში ეწყობა, რომელიც  კომპოზიტორთა კავშირის ინიციატივითა და სასახლის მხარდაჭერით ხორციელდება.

სამინისტროს პრესსამსახური
საკონტაქტო პირი: როდამი ცომაია, 577 48 24 44

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2013 მაისი 22
24-26 მაისს სპორტკომპლექს "არენაში" სპორტული ცეკვების მე-18 საერთაშორისო ტურნირი გაიმართება სახელწოდებით კავკასიის თასი 2013.