საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 16 ივნისს კუს ტბაზე მდებარე ქვიშის მოედანზე გაიმართება საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ხელბურთში, სადაც გოგონათა 3 და ვაჟთა 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თამაშები 11:00 საათიდან დაიწყება.
ტურნირში, რომელსაც ხელბურთის ფედერაცია ტრადიციულად მე-2 წელია ატარებს წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებთან ერთად აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. კუს ტბაზე გასამართი ტურნირი ბოლო მოსამზადებელი ეტაპი იქნება ქართველი ხელბურთელებისათვის ბათუმში 6-8 ივლისს დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ.
ევროპის ხელბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სათამაშოდ ბათუმში ნორვეგიის, შვეიცარიის, უნგრეთის, თურქეთის, ხორვატიის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის ნაკრებები ჩამოვლენ. ევროპის ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოლებენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვაჟებისა და გოგონების ნაკრები გუნდიც.
ჩემპიონატი ბათუმში ახლადგახსნილ ქვიშის სპორტულ კომპლექსში გაიმართება, სადაც არსებულ ძირითად არენას (ტევადობა - 1.500) კიდევ ორი 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული მოედანი შეემატა.
სამინისტროს პრესსამსახური