ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
საკონტაქტო რეკვიზიტები:
ელ.ფოსტა: l.kipiani@msy.gov.ge
მისაღების ტელ: 032 2 23 02 03
ფაქსი: 032 2 29 20 49

ლევან ყიფიანი დაიბადა 1971 წლის 6 სექტემბერს
1988-1993 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე; სპეციალობა - იურისტი
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
სამუშაო გამოცდილება
2012 - საზოგადოებრივი მოძრაობა «ქართული ოცნების» სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი;
2010 - საქართველოს სპორტული არბიტრაჟი; დამფუძნებელი;
2008 - კავშირი «ჩვენი ფეხბურთი», დამფუძნებელი;
2002-2005 - საფეხბურთო კლუბი «ლოკომოტივი» თბილისი; გენერალური მენეჯერი, მმართველი დირექტორი. დ. ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი (2005);
2005 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, გამგეობის წევრი
2005 - საქართველოს პროფესიული საფეხბურთო ლიგა, დირექტორთა საბჭოს წევრი;
2001 - დავით ყიფიანის საერთაშორისო ფონდი - პრეზიდენტი;
1999 - 2000 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები - მწვრთნელი;
1999 - ბავშვთა და ჭაბუკთა საფეხბურთო ლიგა; პროექტის ავტორი;
1998 - საქართველოს მინი-ფეხბურთის (ფუტსალის) ასოციაცია; დაფუძნებელი;
1997 - 2001 საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე;
1997 - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი «ფეხბურთი ბავშვებს», ვიცე-პრეზიდენტი;
1997 - საფეხბურთო სკოლა «ირაო», დამფუძნებელი;
1996 - 1997 №35 საფეხბურთო სკოლა, თბილისი - მწვრთნელი;
1996 - 1997 საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, UEFA-ს B კატეგორიის მწვრთნელი.
სპორტული გამოცდილება
1993 -1995 სკ «დინამო» თბილისი;
საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასის მფლობელი;
1992 -1993 სკ «ვორმაცია», გერმანია;
1990 -1992 სკ შევარდენი-1906» თბილისი
«1990-1991 სეზონის საუკეთესო გოლის» პრიზის მფლობელი
1988 - 1990 სკ «დინამო» თბილისი;
სსრკ ჩემპიონატი (დუბლები)
1987 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, საქართველოს (ახალგაზრდული) ნაკრები ფეხბურთში (III ადგილი).
მინისტრის კომპეტენცია
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;
ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს;
ვ) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ზ) დადგენილი წესით წყვეტს სამინისტროს თანამშრომელთა პრემირებისა და მატერიალური დახმარების საკითხებს;
თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად შესრულებისათვის;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს და ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმიანობის წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
ლ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობის წესებს და განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს;
მ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს თანამდებობის პირების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მინისტრის ბრძანებებს;
ნ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
ო) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
პ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს;
ჟ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.