სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ირაკლი შონვაძე

თარიღი: 2014 მაისი 15

 

შიდა აუდიტის და მონიტორინგის დეპარტამენტის  უფროსის  კომპეტენცია:

შეიმუშავებს და დაწესებულების ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა; კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს მათ დასანიშნად; ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას; ყოველი მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე მინისტრსა და ჰარმონიზაციის ცენტრს წარუდგენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს; ახორციელებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით, ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

ირაკლი შონვაძე

 

დაბადების თარიღი: 1982 წლის 21 თებერვალი.                                                   

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი, საქართველო.

განათლება:

1988-1999 - ქ. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია.

1999-2004 - ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.

კვალიფიკაცია: იურისტი.

სამუშაო გამოცდილება:

2003-2005 - ქუთაისის საქალაქო პროკურატურა (გამომძიებლის თანაშემწე).

2006-2007 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურიის სამმართველო (გამომძიებლის თანაშემწე).

2007-2010 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურიის სამმართველო (გამომძიებლის თანაშემწე).

17.08.2010-01.04.2012 - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

01.04.2012-05.11.2012 - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი.

05.11.2012-01.03.2014 - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

01.03.2014-11.03.2016 - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი.

11.03.2016-04.07.2016 - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

2016 წლის 5 ივლისიდან - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

სემინარები და ტრენინგები:

- შიდა აუდიტი საქართველოს საჯარო მმართველობაში (GIZ; 02.02.2012-03.02.2012).

- ეთიკისა და ქცევის ნორმები საჯარო სამსახურში; პროფესიული ეთიკა (USAID, საჯარო სამსახურის ბიურო და CTC - Empowering People For Change; 13.03.2012).

- დისციპლინური საქმის წარმოება საჯარო სამსახურში (საია & ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; მარტი 2012).

- შიდა აუდიტის საფუძვლები (სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია & GIZ; 03.07.2012-06.07.2012).

- შიდა აუდიტი და სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი (სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია & GIZ; 30.08.2012-31.08.2012).

- რისკის განსაზღვრა და შეფასება (სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია & GIZ; 31.10.2012-02.11.2012).

- კორუფციისა და თაღლითობის პრევენცია (სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია & GIZ; 06.12.2012-07.12.2012).

- ელექტრონული მმართველობა - E-Governance (European Union, საჯარო სამსახურის ბიურო და DIADIKASIA S.A. Business Consultants; 1,2,4.07.2013).

უცხო ენები:

ინგლისური, რუსული.