სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მანანა ქავთარაძე

თარიღი: 2015 იანვარი 15

ფუნქციური მოვალეობები:

1.            პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების   შესრულებაზე;

2.            წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

3.            ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

4.            ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

5.            ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

6.            შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;

7.            ახორციელებს სამინისტროს დებულებით და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;

8.            კოორდინაციას უწევეს სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას;

9.            კოორდინაციას უწევს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

10.          სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაციას;

11.          სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთოხნათა შესრულების მონიტორინგს;

12.          სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს სამინისტროს სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის თარგმნის  წარმოებას;

13.          ვიზიტების ნაყოფიერად წარმართვის მიზნით, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი საინფორმაციო მასალის მიწოდების, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით მომზადების კოორდინაცია;

14.          სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთის ქვეყნებში მივლინებებისა და ღონისძიებების დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონაწილეობის საკითხის განსაზღვრას;

15.          კოორდინაციას უწევს მინისტრისა და მინისრტის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას;

16.          მინისტრის მოწვევით უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების გამართვის კოორდინაცია;

17.          საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზების ხელშეწყობა;

18.          დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის შესრულება და შემოსულ წერილებზე შესაბამისი რეაგირება;

19.          მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.