სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბელა ბერაძე

თარიღი: 2015 იანვარი 16

ფუნქციური მოვალეობები:

     სამინისტროსა და უშუალოდ ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის დებულების თანახმად, ახალგაზრდობის საკითხთა კვლევისა და ანალიზის სამმართველოს კომპეტენციის სფეროში შემავალი შემდეგი საკითხების უზრუნველყოფა:

1. ქვეყანაში ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოპოვებული და გადამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საინფორმაციო ბანკის შექმნა.

2.  ახალგაზრდობის პრობლემებთან დაკავშირებული კვლევითი საქმიანობის განხორციელება, ახალგაზრდობასთან მიმართებაში არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალების მოძიება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

3.  სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისა და განხორციელების მიზნით მიზნით სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა.

4.  ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების თანამშრომლობის და ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების კოორდინაცია

5. სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ახალგაზრდობის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.

6.  სამოქალაქო და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

7. კანონმდებლობის განვითარება ახალგაზრდობის  მიმართულებით.

8.  ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

9. ახალგაზრდობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე  სასწავლო-მეთოდოლოგიური ტრენინგ-მოდულების შემუშავება.