სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი

თარიღი: 2010 ნოემბერი 22

2014 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი ოფიციალურად დამტკიცდა.

2013 წლის განმავლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იყო ყველა სამინისტროს წარმომადგენლით, პარლამეტის წევრებითა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებით.

საბჭო წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის არსებული ვერსიის სრულყოფასა და მის რედაქტირებაზე. განხორციელდა უამრავი ცვლილება და გამოიკვეთა ახალგაზრდების, მათი როლისა და საჭიროებების შესახებ მკაფიო და ერთიანი ხედვა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება შესაბამისი მიდგომები და მექანიზმები საქართველოში ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის.

ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია, ხელი შეუწყოს  ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდული პოლიტიკა უზრუნველყოფს:

1.      საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობას;

2.      ახალგაზრდებისათვის შესაბამისი და მაღალხარისხიანი განათლების მიღების, დასაქმებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;

3.      ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში;

4.       სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვას და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას.

ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი  არის კონცეპტუალური დოკუმენტი და ის საფუძვლად დაედება მთავრობის მიერ ახალგაზრდობასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე უახლოეს მომავალში საკოორდინაციო საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეიქმნება დოკუმენტის ეფექტური გატარებისათვის საჭირო სამოქმედო გეგმა.

საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი