სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ღონისძიებები

თარიღი: 2010 დეკემბერი 03

სუამის ახალგაზრდული ფორუმი

სუამი, წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი) სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციას, რომელიც შეიქმნა 1997 წელს და სადაც ისინი სხვადასხვა თემების ირგვლივ ცდილობენ გააძლიერონ რეგიონალური თანამშრომლობა, გამოავლინონ საერთო ინტერესები და პროგრამები.

ამ ქვეყნებს შექმნილი აქვთ ახალგაზრდული პლადფორმა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად სუამის ქვეყნების სახელმწიფო და არასამთავრობო ახალგაზრდული სტრუქტურების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ იმუშაონ ქვეყნებს შორის ახალგაზრდულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე. სუამის ქვეყნების ახალგაზრდულ სამიტებს წლების მანძილზე მასპინძლობდნენ წევრი ქვეყნები. წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა სუამის ახალგაზრდული ფორუმის წევრებს.

სუამის ფორუმი 2011 წელს 1-5 მაისს გაიმართა თბილისში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 40-მდე წარმომადგენელმა. ფორუმზე დელეგატებმა იმსჯელეს ევროკავშირის მიერ ინიცირებულ პროგრამებში სუამი-ს სახელმწიფოების აქტიურ მონაწილეობაზე. ასევე, მხარეებმა განიხილეს ახალგაზრდობის სფეროში ჩართულ სუბიექტებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. ფორუმის ფარგლებში მოხდა ახალი პროექტების დაგეგმვა და ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

სუამის ახალგაზრდულ სამიტზე პირველად განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნების როლი, საქმიანობა. ღონისძიებას დაესწრო ევროკავშირის ექსპერტები. გარდა ამისა სუამის ახალგაზრდული სამიტი შესანიშნავი საშუალებაა მონაწილე სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.

ღონისძიება მიმდინარეობდა 1-5 მაისის ჩათვლით და გარდა პრლენარული სხდომებისა, მოიცავდა კულტურულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს ღირშესანიშნავი ადგილები.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად, იხილეთ ლინკი: http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=228&info_id=4113

 

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო" და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2011 წლის 12-16 აგვისტოს ქ. ბათუმში ჩაატარა საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით ,,ბათუმის მესამე საერთაშორისო ფორუმი", ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გამორჩეულმა და წარმატებულმა ახალგაზრდებმა მთელი ევროპის მასშტაბით.

ფორუმს ესწრებოდა 140 ახალგაზრდა ევროპარლამენტარი, რომლებიც 5 დღის განმავლობაში განიხილავდნენ საქართველოსა და ევროპისათვის აქტუალურ საკითხებს, რომლის ირგვლივ საკომიტეტო მუშაობების შემდგომ იღებდნენ შესაბამის რეზოლუციებს. ფორუმზე სულ 8 კომიტეტი მუშაობდა, სესიის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა მშვიდობა და კონფლიქტები, ხოლო ფორუმის ლოზუნგი იყო - ,,ახალგაზრდები ირჩევენ მშვიდობას". მშემუშავებული რეზოლუციები განხილულ იქნა სესიის გენერალურ ასამბლეაზე. ღონისძიება მიმდინარეობდა ევროპის პარლამენტის მეთოდოლოგიით ინგლისურ ენაზე.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად იხილეთ ლინკი:http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=196&info_id=3040

 

 

 ევროპის სტუდენტური კავშირების საერთაშორისო ფორუმი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისრტოს ფინანსური მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა სოციოლოგთა და პოლიტოლოგთა კლუბმა" მიმდინარე წლის მაისი - ივნისის თვეში ჩაატარა ევროპის სტუდენტური კავშირების საერთაშორისო ფორუმი.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური კავშირების ხელმძღვანელები.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება. აღნიშნული ფორუმის ჩატარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელს ურთიერთობების გაღრმავებას და სამომავლოდ დაიგეგმა სხვადასხვა ერთობლივი პროექტების შემუშავება - განხორციელება.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად, იხილეთ ლინკი:http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=228&info_id=4306

 

ერთა ხმა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისa და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ერთდროულად ქალაქ ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში განხორციელდა ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „ერთა ხმა".
მიმდინარე წელს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებდა 10 ქვეყნის 340 ახალგაზრდისაგან დაკომპლექტებული ფოლკლორული ანსამბლი. მონაწილე ქვეყნები იყო: კორეა, იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, თურქეთი, მაკედონია, კვიპროსი, სომხეთი და ბელორუსია. მონაწილეები ცხოვრობდნენ საქართველოს უმშვენიერეს ახალგაზრდულ ბანაკში ,,ანაკლია" ანაკლიის ტერიტორიაზე.
იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის სტუდენტური ფესტივალი „ერთა ხმა" პირველად ხორციელდებოდა საქართველოში პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მსგავსი საერთაშორისო პროექტების განხორციელების ტრადიციის დანერგვა საქართველოში.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად, იხილეთ ლინკი :

 

 

ევროპის იურისტ სტუდენთა ასოციაციის ( ელსა)
პრეზიდენტთა საერთაშორისო სამიტი

2011 წლის 9-13 თებერვალს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლობამ საქართველოში უმასპინძლა ევროპის იურისტ სტუდენტთა სოციაციის ცენტრალიზებულ ოფიციალურ შეხვედრას, რომლის ფარგლებსიც საქართველოს ეწვივნენ ახალგაზრდა იურისტები ევროპის 41 სახელმწიფოდან.
ელსას საერთაშორისო შეხვედრის შეფასებისას თავდაპირველად უნდა არინიშნოს რომ ღონისძიებამ ქართველ ახალგაზრდობას მისცა უნიკალური შესაძლებლობა ევროპელ კოლეგებთან დაახლოვებისა, რაც ევროპული ინტეგრაციისათვის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.
შეხვედრის მიზნები და მიღწეული შედეგები პირდაპირ პასუხობს საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის მოთხოვნებს.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მიღწეულ იქნა დასახული მიზნები:
• შემუშავდა ასოციაციის კორდინაციასა და მისი განვითარების ყოველჭლიური გეგმა;
• ევროპის მასშტაბით იურიდიული განათლების ხელსეწყობა;
• თანამედროვე სამართლებრივი მეთოდიკის დამკვიდრება საქართველოში;
• ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდების დაახლოვება ევროპელ კოლეგებთან;
• საქართველოს კულტურული და ტურისტული შესაძლებლობების გაცნობა ევროპის სახელმწიფოებისათვის, კულტურული მრავალფეროვნების გაცვლა.
ღნისნული შეხვედრის ორგანიზებით კიდევ უფრო განვითარდა საქართველოსა და ევროპულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა და სახელმწიფოს ახალგაზრდულ სექტორში საქმიანობის შესახებ ევროპელული ახალგაზრდული საზოგადოების ინფორმირება.
აღსანიშნავია ქართული ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაც ევროპის სახელმწიფოთა წინაშე.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად, იხილეთ ლინკი:http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=228&info_id=3720

 

საერთაშორისო კონფერენცია ახალგაზრდობის საკითხებზე

21 ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისში ერთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ახალგაზრდობა - გამოწვევები და განვითარება" გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობნენ პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროების მაღალჩინოსნები, „ვიშეგრადის" საერთაშორისო ფონდის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა მიზნად ისახავდა მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვას.

საერთაშორისო კონფერენცია გიორგი ავალიანმა - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. კონფერენციის მსვლელობისას უცხოელმა მონაწილეებმა მოხსენებები წაიკითხეს ახალგაზრული პოლიტიკის სხვასხვა ასპექტის შესახებ, ასევე საერთაშორისო ფონდის თანამშრომელმა - მიხაილ ურბანმა ისაუბრა დაფინანსების პრიორიტეტებსა და მექანიზმებზე. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწვეს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრებისთვის მოეწყობა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებიც. სტუმრებმა დაათვალიერეს დედაქალაქის ისტორიული ადგილები და ექსკურსიით იმყოფებოდნენ ყვარლის ტბაზე.

საერთაშორისო კონფერენცია ინიცირებული და დაფინანსებულია „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ. ფონდი არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად, იხილეთ ლინკი:http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=228&info_id=4541