სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge


თარიღი: 2010 ნოემბერი 29

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს
ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის
2015 წლის პრიორიტეტული მიმართულებები

საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტიდან გამომდინარე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2015 წლის სტრატეგიული მიმართულებაა  არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად სამინისტრომ განსაზრვრა შემდეგი პრიორიტეტები:
 
1.    ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა 
მიზანი:პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდობის მასობრივ ჩართულობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნას სადაც მათ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების საშუალება ექნებათ. პროგრამის ფარგლებში გაიმართება კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, სტუდენტური დღეები, საგანმანათლებლო ღონისძიებები, ინტელექტუალური კონკურსები და სხვა
2.    არაფორმალური განათლების განვითარების პროგრამა
მიზანი:პროგრამის მიზანია მიმდინარე წელს შემუშავდეს არაფორმალური განათლების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით, გადამზადდეს არაფორმალური განათლების მწვრთნელები. გააქტიურდეს ახალგაზრდულ ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. წახალისდეს და მხარი დაეჭიროს მოხალისეობის ინსტიტუტის პოპულარიზაციას.
3.    სტუდენტი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა
მიზანი: პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობების გააქტიურება და  თვითმმართველობების რეფორმის მხარდაჭერა, ასევე საუკეთესო სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.
4.    კანონმდებლობის განვითარება
მიზანი: პროგრამის მიზანია სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა,  სისტემატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
5.    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამა
მიზანი:
შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზია;
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
კულტურულ-შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობის მოტივაცია;
ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მოტივირება;
საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება შშმ პირთა თემაზე;
შშმ პირთა დასაქმება.
6.    საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა (იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი)
მიზანი: პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საშუალებით, მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ. საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც არიან ახალგაზრდების პოტენციურ დამსაქმებლები, შეიქმნება  საზღვარგარეთ მცხოვრები საზოგადოებრივად აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდების ერთიანი ბაზა, რომლითაც მოხდება საქართველოში დამსაქმებლების დაინტერესება.
7.    საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა
მიზანი:  საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაცია. ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლება, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, აქტიური მოქალაქეობის, შემოქმედებითი უნარების განვითარება. პროგრამის მიზანია ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა საზოგადოების ცხოვრებაში.
8.    საქართველოსოკუპირებულტერიტორიებზემცხოვრებახალგაზრდებთანურთიერთობისგანვითარებისადაიძულებითგადაადგილებულიახალგაზრდებისხელშეწყობისპროგრამა
მიზანი: პროგრამის მიზანია ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერა. ასევე, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება არსებული კონფლიქტებით და მათი ინიციატივებისა და ჩართულობის მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების უპირობო საშუალებაა.
9.    რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
მიზანი: სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას თანაბარი პირობები რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული განვითარებისათვის, წაახალისოს, მოახდინოს მათი  სტიმულირება  და ხელშეწყობა, რათა მათ მიეცეთ საშუალება გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები.
10.  საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა
მიზანი: პროგრამის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის პრესტიჟის ამაღლება, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო დონეზე ხელის შეწყობა, აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საერთაშორისო რეგიონული თანამშრომლობის ახალგაზრდულ  პროექტებში; ახალგაზრდული ორგანიზაციების  საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, იმ ახალგაზრდული ორგანიზაციების წახალისება, რომლებიც საერთაშორისო დონეზე საქმიანობენ;
11.  არასრულწლოვანი და ახალგაზრდა  მსჯავრდებულების  რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა  
მიზანი:  პროგრამის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა. მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სწავლისა და შრომითი საქმიანობისადმი მათი დაინტერესება, აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდების ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სპორტული უნარ-ჩვევების გამოვლენა-განვითარება, გარე სამყაროსადმი სწორი ორიენტაციის შემუშავება, მავნე ჩვევების გაცნობიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.
12.  მოსწავლე-ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა
მიზანი: პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მოზარდებსა და ახალგაზრდებს გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში, პროფესიის არჩევის, კომპეტენციების ათვისების, განვითარებისა და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში შექმნილი ვებ-გვერდისა და სახელმძღვანელოს, სარეკომენდაციო მასალების, საკვლევი ინსტრუმენტების, საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვადასხვა პროფესიის შესახებ შექმნილი ვიდეორგოლების საშუალებით. ასევე, ხელი შეუწყოს მშობლების სწორი მიმართულებით ჩართვას ახალგაზრდების პროფესიული გადაწყვეტილების მიღების დროს.
13.  მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და  ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა
მიზანი: პროგრამის მიზანია სამინისტროს კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოსსაქართველოში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება და ინტეგრაცია, არაფორმალური განათლების საფუძველზე (სხვადასხვა თემატური ტრენინგ-სემინარების, სახელობო სწავლებების მეშვეობით) ახალგაზრდების ზოგადი განათლების დონის ამაღლება, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, ცნობიერების ამაღლება.
14.  ახალგაზრდული ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამა
მიზნები: აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის ტრეინინგ სემინარების გამართვას, სამინისტროს საქმიანობის გაცნობას ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. მათი ჩართულობის გაზრდას სხვადასხვა აქტივობების გაშუქებისა და პოპულარიზაციის პროცესში.
15.  მოხალისეობის განვითარების პროგრამა
მიზანი: პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა. საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია.
16.  ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის პროგრამა
მიზანი:პროგრამის მიზანია გააქტიურდეს ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა.