სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ევროპულ და საერთაშორსო სტანდრატებთან მიახლოებული ახალგაზრდული პოლიტიკა კი, მნიშვნელოვნად ზრდის ახალგაზრდების პოტენციალს.

პროგრამა „პატრიოტი 2012" წელს მხოლოდ ანაკლიაში ჩატარდება და ის სექტემბრის ბოლომდე გასტანს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-დან 20-წლამდე ახალგაზრდებს.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიზანია საქართველოს რეგიონებიდან აქტიური, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ჩართვა აკადემიურ-პრაქტიკულ ღონისძიებებში - საპარალმენტო სესიებში. პროექტის ამოცანაა 16-20 წლამდე ქართველი ახალგაზრდების აკადემიური აქტივობის გაზრდაა.

„Speak Up in Georgia" არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდობის პრაქტიკული ინგლისური ენისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამა მიმდინარეობს 1/03/2012 - 31/08/2012. „Speak Up in Georgia"-ში მონაწილოება უფასოა.

„სტუდენტური დღეები“ არის ფესტივალი,  რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია  საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს. ფესტივალს აქვს კონკურსის სახე.

საქართველოს ინტელექტუალური ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებს შორის ოფიციალურად გახსნა. „რა? სად? როდის?" ჩემპიონატი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 69 მუნიციპალურ ცენტრში და დედაქალაქში დაიწყო. ინტელექტუალურ ჩემპიონატში 9568 მოსწავლე სხვადასხვა სკოლის სახელით ასპარეზობს.

2012 წლის თებერვლიდან ინფორმაცია ახალგაზრდული სერვისების შესახებ ხელმისაწვდომია ერთ მონაცემთა ბაზაში. მოძებნეთ თქვენთვის სასურველი სასწავლო კურსი, ტრენინგი, უცხო ენის პროგრამა თუ შემეცნებითი წრე.

საქართველოშიმხიარულთა და საზრიანთა კლუბისთამაშების პირველი ჩემპიონატი 1992 წელს ჩატარდა. სწორედ ეს თარიღი იქცა ქვეყანაში მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის შეჯიბრებების ათვლის წერტილად.

საერთაშორისო კონკურს „ალიანტეს“ 11 წლიანი ისტორია აქვს და ის პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩატარდა. კონკურსის მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე.

საერთაშორისო ფორუმი, თბილისი. 2011 წელი, აპრილი

2011 წლის 12-16 აგვისტო, ბათუმის მესამე საერთაშორისო ფორუმი

 

პროექტი ,,სტუდენტური სახე" წარმოადგენს მასობრივ ღონისძიებას, რომელიც მოიცავს სტუდენტებში სილამაზის კონკურსის ორგანიზებას. ღონისძიების ფარგლებში, ასევე ეწყობა სპორტული აქტივობები, კონცერტები და სხვა გასართობი ღონისძიებები.

„მე ვეხმარები!“  პროგრამის ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის ხელოვნებისა და სპორტის დარგში სხვადასხვა ღონისძიებას ატარებენ.

კონკურსზე წარმოსადგენი მასალების თემატიკა უკავშირდება იმ ოთხ ძირითად მიმართულებას, რომელიც განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით...

 

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ცენტრალური და ადგილობრივი მედი წარმომადგენლებისთვის ახალგაზრდობის თემაზე ჟურნალისტური ნამუშევრის კონკურს გამოაცხადეს.

პროექტი "მწვანე ყუთი" ითვალისწინებს სამთავრობო და სხვა დაწესებულებებში ე.წ. „მწვანე ყუთების“ დადგმას, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლები მოახდენენ გამოყენებული მაკულატურის განთავსებას. პროექტიდან შემოსული თანხით ორგანიზატორები სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს ეხმარებიან.

2011 წელს 1-5 მაისი, სუამის ახალგაზრდული ფორუმი თბილისში