სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

„მე ვეხმარები“

თარიღი: 2011 თებერვალი 16

მიიღეთ მონაწილეობა პროექტში „ მე ვეხმარები“ და ხელი შეუწყვეთ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს  ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და ხელოვნებისადმი ინტერესის  დანერგვაში. მიეცით შანსი, გამოავლინონ მათში არსებული ნიჭი ხელოვნებასა თუ სპორტის მიმართულებით!

2011 წლის იანვარში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სსიპსახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოსთანამშრომლებმა საზოგადოებას  პროგრამამე ვეხმარები!“ გააცნეს.

 

„მე ვეხმარები!“  პროგრამის ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის ხელოვნებისა და სპორტის დარგში სხვადასხვა ღონისძიებას ჩაატარებენ. ამ პროგრამაში სტუდენტების მონაწილეობა საზოგადოებრივ საწყისებს ეფუძნება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში  მოხალისეთა ინსტიტუტის განვითარებას.

პროგრამის პირველ ეტაპზე, მოხალისე-სტუდენტები ქ. თბილისისა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე (მათ შორის - კოჯორი, წყნეთი, საგურამო) არსებული მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში

ჩაატარებენ სამუსიკო, სალიტერატურო, სამხატვრო გაკვეთილებს. სპორტის დარგში მოხალისეები მოაწყობენ ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ჭიდაობასა და სხვა სახეობებში  მრავალ ღონისძიებას. პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის“ გამართვა, თითოეულ ბავშთა სახლში შეიქმნება გუნდები, რომლებიც შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

პროგრამას „მე ვეხმარები!“ მიზანია ბავშვთა სახლების აღსაზრდელებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელოვნებისადმი ინტერესის გაზრდა.

პროექტს „მე ვეხმარები!“ ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უწყება - სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“.

პროექტში მონაწილეობის მიღება

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსე აპლიკაციის ელექტრონული ვერსია (ჩამოტვირთე მიმაგრებული ფაილი). აპლიკაციის ფორმები მოგვაწოდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №76ბ, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“; ან გამოგზავნე ელექტრონულ მისამართზე tgaprindashvili@cycn.ge.  

პროექტი „მე ვეხმარები“ დასრულებისას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი მადლობის სიგელით დააჯილდოვებს პროგრამის მონაწლე  ყველა სტუდენტს, ხოლო გამორჩეულ მონაწილეებს კი გადაეცემათ სპეციალური პრიზები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდული ეროვნული ცენტრი“
ტელ: (995 32) 30 02 03
მობ: 877 13 17 13 თეონა გაფრინდაშვილი
ელ.ფოსტა: cync@cync.ge; tgaprindashvili@cync.ge

მიმაგრებული დოკუმენტები :
სააპლიკაციო ფორმა