სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სტუდენტური დღეები

თარიღი: 2011 თებერვალი 21

სტუდენტური დღეები

> სტუდენტური დღეები 2012, პრეზენტაცია

> სტუდენტური დღეები 2012 გახსნა

> სტუდენტური დღეები 2012, სიღნაღი

> სტუდენტური დღეები 2011

> სტუდენტური დღეები, Facebook Page

 

 

ზოგადი ინფორმაცია სტუდენტური ფესტივალის შესახებ

პროგრამის მიზნები:

  • სტუდენტებში შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და წახალისება;
  • სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფა;
  • სტუდენტების თავისუფალი დროის შინაარსიანად დაგეგმის ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტების მოტივაციის გაზრდა შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.


პროგრამის შესახებ:
,,სტუდენტური დღეები" არის სტუდენტური ფესტივალი,  რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია  საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს. ფესტივალს აქვს  კონკურსის სახე.  პროგრამის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის  ტარდება კულტურულ-გასართობი და სპორტული კონკურსები, რომელსაც  კომპეტენტური ჟიური აფასებს.  კონკურსები  იმართება შემდეგ სახეობებში:

სტუდენტური დღეები 2011

კულტურულ-გასართობი კონკურსები:

  • ხალხური ცეკვა;
  • ხალხური სიმღერა;
  • თანამედროვე ცეკვა;
  • თანამედროვე სიმღერა;
  • იუმორისტული ნომერი;
  • თეატრალური წარმოდგენა;
  • ორიგინალური ნომერი;
  • სამხატვრო და ფოტო კონკურსი.

სპორტული კონკურსები:

  •  ჭადრაკი;
  • ნარდი;
  • მკლავჭიდი;
  • მაგიდის ჩოგბურთი;
  • სტრიტბოლი (ქუჩის კალათბურთი).

ფესტივალში გარდა ინდივიდუალური და გუნდური კონკურსებისა გამოვლინდება და ჯილდოვდება უმაღლესი სასწავლებლები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით:

  • ყველაზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებული უნივერსიტეტი;
  • ყველაზე მეტჯერ ნომინირებული უმაღლესი სასწავლებელი;
  • ყველაზე აქტიური უმაღლესი სასწავლებელი;
  • ყველაზე ორგანიზებული უმაღლესი სასწავლებელი.

საქართველოში ,,სტუდენტური დღეები"-ს განხორციელებას მრავალწლიანი ისტორია აქვს. 2005 წლიდან პროგრამა შეჩერებული იყო, ხოლო 2011 წელს სტუდენტური ფესტივალი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით აღდგენილ იქნა.

სტუდენტური დღეები 2011

 

მოსამზადებელი ეტაპი - სტდეუნტური დღეების 2011-ის  მოსამზადებელ ეტაპზე, ჩატარდა საინფორმაციო კამპანიები, შეიქმნა ვიდეო რგოლი, რომელიც გავრცელდა სხვადასხვა ტელოკომპანიების საშუალებით, ასევე დამზადდა პლაკატები, ბანერები, რომლებიც განთავსდა ყველა მონაწილე უმაღლეს სასწავლებელში,  პროგრამის მსვლელობის პარალელურად, ქალაქის ცენტრში არსებულ სარეკლამო მონიტორებზე  მუდმივად გადიოდა ,,სტუდენტური დღეები - 2011"-ის  სარეკლამო ვიდეო რგოლი.

ფესტივალი - ,,სტუდენტური დღეები - 2011"  18 მაისს  ქ. თბილისში, ვაკის პარკში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თითოეული დღე დატვირთული იყო სხვადასხვა საკონკურსო ღონისძიებებით. სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 28 უმაღლესი სასწავლებლის 800-მდე სტუდენტმა. ფესტივალს ყოველდღიურად ესწრებოდა 3000-მდე გულშემატკივარი, რომლებიც თავიანთი შეძახილითა და ოვაციებით ამხნევებდნენ მონაწილეებს. კონკურსში გამოვლენილი იქნა 27 ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტები და ახალგაზრდული ჯგუფები.

იხილეთ "სტუდენტური დღეების 2011" ნომინაციები.

2011 წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლები:

ნომინაცია - „ყველაზე აქტიური უმაღლესი სასწავლებელი" - საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

 

ნომინაცია - „ყველაზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებული უნივერსიტეტი" - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

ნომინაცია - „ყველაზე ორგანიზებულ უნივერსიტეტი" - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა ,,სტუდენტური დღეები - 2011"-ის დახურვის ცერემონიაზე. მათ სამახსოვროდ გადაეცათ სიგელები და ბროლის გრანპრი. ,,სტუდენტური დღეები - 2011" 22 მაისს გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სტუდენტური ფესტივალის ნომინანტებმა და ჯეოსტარის მომღერალებმა.