სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მწვანე ყუთი

თარიღი: 2011 თებერვალი 21

 

 

რა არის "მწვანე ყუთი"?

2011 წლის 11 თებერვალს, თბილისში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას ახალი პროგრამა - "მწვანყ ყუთი" წარუდგინა. პროექტი "მწვანე ყუთი" ითვალისწინებს სამთავრობო და სხვა დაწესებულებებში (სკოლები, უნივერსიტეტები) ე.წ. „მწვანე ყუთების“ დადგმას, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლები მოახდენენ გამოყენებული მაკულატურის განთავსებას. ყუთის შევსების შემდეგ მოხდება მაკულატურის ტრანსპორტირება საწყობში. მაკულატურის მოთავსების შემთხვევაში პირს საშუალება ექნება აიღოს ყუთთან განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდის პარკი.

საწყობში მაკულატურის მოგროვების შემდეგ ტექნიკიური პერსონალი ქაღალდს გადამამუშავებელ ქარხანში ჩააბარებს. ქარხანაში მოხდება მაკულატურის გადამუშავება, რისთვისაც სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე გადმორიცხული იქნება განსაზღვრული თანხა. აღნიშნული თანხა პროექტის საჭიროებებისთვის მოხმარდება.

თავისი მასშტაბურობით, ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტით „მწვანე ყუთი“  განსხვავდება მსგავსი ტიპის  პროექტებისაგან.

პროექტ „მწვანე ყუთს“ ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ  დაქვემდებარებული უწყება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“.

„მწვანე ყუთის" პირველი ნაბიჯები

პროექტ „მწვანე ყუთში" კერძო პირები ჩაერთვნენ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2011 წლის თებერვალში დაწყებული პროექტი „მწვანე ყუთი" ახალ ეტაპზე 14 ივნისს გადავიდა. საქველმოქმედო პროექტს საჯარო დაწესებულებების შემდეგ, კერძო პირები შუერთდნენ. 14 ივნისს, დავით ფოჩხუას ოჯახმა, ერთჯერადად 100-მდე კგ. მაკულატურა ჩააბარა.

ამ ეტაპისთვის "მწვანე ყუთის" ფარგლებში მაკულატურის ჩაბარებიდან შემოსული თანხები, ბავშვთა სახლის აღსაზრდელების, პროფესიული განათლებისა და სხვა საჭიროებების დაფინანსებას ხმარდება. პროექტის დაწყებიდან სამ თვეში "მწვანე" აქციაში 100-მდე სამთავრობო, საჯარო, კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო.

„მწვანე ყუთის" შუალედური შეფასება

25 ივლისს, თბილისში, გალერეა „მუზაში" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „მწვანე საღამო" მოაწყო. საღამო მიეძღვნა პროექტ „მწვანე ყუთის" პირველი ეტაპის დასრულებას. ღონისძიებაზე მოხდა პროექტის „მწვანე ყუთის" შედეგების შეჯამება, ასევე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. საღამოში მონაწილეობა მიიღეს პროექტში ჩართული ყველა დაწესებულების 100-მდე წარმომადგენელმა.

„მწვანე საღამოს" ფარგლებში, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ერონვული ცენტრის" დირექტორის მოადგილემ ანა საბახტარიშვილმა მოწვეულ საზოგადოებას გააცნო პროექტის შედეგები, და დაასახელა ის ოთხი დაწესებულება, რომლებმაც „მწვანე ყუთისთვის" ყველაზე ბევრი მაკულატურა შეაგროვა.

ეს ორგანიზაციებია: 1. სახელმწიფო დაწესებულება - საქართველოს პარლამენტი; 2. არასამთავრობო სექტორი - ორგანიზაცია „დრონი"; 3. კერძო სექტორი - სამედიცინო კლინიკა „კურაციო"; 4. საჯარო სამართლის სექტორი - სსიპ „სიცოცხლის შემსწავლელ-მეცნიერებათა ცენტრი".

მაკულატურის ყველაზე ეკონომიური ხარჯვისთვის კი საღამოს ორგანიზატორებმა დააჯილდოეს არასამთავრობო ორგანიზაცია „რეკი". პროექტში ჩართულ ყველა ორგანიზაციას მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა, მადლობის სიგელი და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ პროექტ „მწვანე ყუთის" ფარგლებში ამონაგები თანხით თბილისისა და რუსთავის შემოგარენში მდებარე ბავშვთა სახლების 15 აღსაზრდელს დაუფინანსდა სწავლა სხვადასხვა ფასიან სასწავლო დაწესებულებაში. ამ ახალგაზრდებს, „მწვანე საღამოზე" სწავლის სერტიფიკატები გადასცეს.

"მწვანე ყუთი" რეგიონებში

2011 წლის 2 ივნისს, „მწვანე ყუთის" პროექტში ახლად ამოქმედებული ბათუმის იუსტიციის სახლი ჩაერთო. იუსტიციის სახლის თანამშრომლები ქაღალდის ნარჩენებს ნაგვის ურნის ნაცვლად მწვანე ყუთებში შეაგროვებენ. მოსალოდნელია, რომ ყოველთვიურად იუსტიციის სახლის მიერ ჩაბარებული მაკულატურა რამდენიმე ასეულ კილოგრამს მიაღწევს.

პროექტ „მწვანე ყუთში" ტექნიკურ პერსონალად, უკვე დასაქმდა თბილისის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელები (ზრდასრულები). მაკულატურის ჩაბარებიდან შემოსული თანხები, ბავშვთა სახლის აღსაზრდელების, პროფესიული განათლებისა და სხვა საჭიროებების დაფინანსებას ხმარდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:


ტელ: (995 32) 2 30 02 03
ელ.ფოსტა: cync@cync.ge