სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“

თარიღი: 2011 მარტი 16

რა არის "ალიანტე"?

საერთაშორისო კონკურს „ალიანტეს“ 11 წლიანი ისტორია აქვს და ის პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩატარდა. კონკურსის მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15–დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებს. ამრიგად,  „ალიანტე 2011“–ში მონაწილეობის მსურველები დაბადებული უნდა იყვნენ  1/08/1991–31/05/1996 დროის შუალედში და უნდა ცხოვრობდნენ შემდეგ 5 ქვეყანაში: საქართველოში, ლიტვაში, მონტენეგროში, პოლონეთში ან სლოვაკეთში.

საქართველო კონკურსში  4 წელია რაც ჩაერთო და ამ დროის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნიდან 5 000–ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. სწორედ კონკურსით დაინტერესებული  მოზარდების აქტივობის დონემ განაპირობა, რომ 2010 წელს, „ალიანტეს“ ისტორიაში პირველად, კონკურსის საერთაშორისო ფინალი ნატო–ს არაწევრ ქვეყანაში, საქართველოში გაიმართა (საჩხერის სამთომომზადების ბაზა).

ალიანტე 2012

  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ეროვნული კონკურსის „ალიანტე 2012" დეტალებზე პრესკონფერენცია გაიმართა. 10 აპრილიდან - 20 მაისამდე 15-19 წლამდე ახალგაზდებს საშუალება აქვთ გაიარონ რეგისტრაცია და გამოავლინონ საკუთარი ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობა. საუკეთესოები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ეროვნული კონკურსი „ალიანტე 2012" საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს" ანალოგია. ეროვნული კონკურსის მიზანია 15-19 წლის ასაკის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ნატო-სა და უსაფრთხოების საკითხებზე.

ეროვნული კონკურსი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს გამოავლინონ საკუთარი ცოდნა ისტორიის, გეოგრაფიის, პოლიტიკის შესახებ, ასევე გამოცადონ  ფიზიკური ძალები რთულ პირობებში.

პროექტი „ალიანტე 2012" დაფინანსებულია სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ. კონკურსის პარტნიორებია:

ეროვნული კონკურსი 4 ეტაპისგან შედგება.

პირველ ეტაპზე  მონაწილეობის უნდა შექმნან 2 კაციანი გუნდები დარეგისტრირდნენ და დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე www.aliante.ge. ამავე ტურში მონაწილეებმა ონლაინ-რეჟიმში პასუხი უნდა გასცენ დახურული ტიპის კითხვებს. კითხვები შეეხება ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებს. ისინი, ყველაზე მეტ სწორი პასუხს დააგროვებს,  კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ.

მეორე ეტაპზე გადასულმა გუნდებმა პასუხი უნდა გასცეს ღია ტიპის კითხვებს, ამჯერად წერილობით. პასუხებს ნატო-სა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები შეაფასებენ.

მესამე ეტაპზე ჩატარდება ნახევარ-ფინალები სადაც მონაწილეები ინტელექტუალურ და ფიზიკურ მომზადებაში შეერკინებიან.

მეოთხე ეტაპი - ეროვნული ფინალი

კონკურსის განრიგიკონკურსი ალიანტე

  • 10 აპრილი - 20 მაისი - კონკურსის პირველი ტური
  • 21 მაისი - 15 ივნისი - კონკურსის მეორე ტური
  • 25-30 ივნისი - გასაუბრება გუნდებთან
  • 6-8 ივლისი - დასავლეთ საქართველოს ნახევარფინალი
  • 13-15 ივლისი - აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარფინალი
  • 20-22 ივლისი - თბილისის ნახევარფინალი
  • 27-29 ივლისი - ეროვნული ფინალი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

თბილისი, ე.ტატიშვილი ქ. 36
ტელ: 322 223 17 60
ელ.ფოსტა: aliante2012@ngni.net
ვებ-გვერდი: www.ngni.net; www.virtualnato.ge
Facebook Page: Aliante.ge

 

ალიანტე 2011

პირველ რაუნდში მონაწილეობის მსურველებმა შექმნეს 2 კაციანი გუნდები (შეუძლოთ, დამატებითი მესამე წევრის აყვანა), დარეგისტრირდნენ საერთაშორისო კონკურსის ოფიციალურ ვებ–გვერდზე:  http://www.project-aliante.org/ge/page-registration-ge/ და ონლაინ–რეჟიმში პასუხი გასცეს 20 დახურულ კითხვას. კითხვები შეეხებოდა ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებს და ისინი, ვინც 15–ზე მეტი სწორი პასუხი დააგროვეს,  კონკურსის მეორე ეტაპზე გავიდნენ.

მეორე ეტაპზე გადასულმა გუნდებმა პასუხი გასცეს ღია კითხვებს, ამჯერად წერილობით და მათი ნაშრომები შეაფასეს ნატო–სა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტებმა.

მეორე ეტაპის გამარჯვებულმა გუნდებმა გაიარეს ინგლისური ენის ტესტი (საერთაშორისო ფორმატის გამო ფინალი  ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს) და ფიზიკური შეჯიბრი. შემდგომ, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 25 გუნდი გადავიდა საერთაშორისო კონკურსის მესამე ეტაპზე.

საქართველოში „ალიანტე 2011“ კონკურსის წინა წლებისგან განსხვავებულად ჩატარდა.

მეორე ეტაპის გამარჯვებული  25 გუნდისათვის, საქართველოს სამხედრო ბაზაზე, ეროვნული ფინალი გაიმართა. ეროვნული ფინალის შედეგად გამოვლინდა 5 საუკეთესო ქართული გუნდი და სწორედ ეს გუნდები წარადგენდნენ საქართველოს მონტენეგროში გამართულ საერთაშორისო ფინალზე.

საერთაშორისო ფინალში ქართულ ორკაციან გუნდს შეურთდა კონკურსის მონაწილე სხვა ქვეყნის ორკაციანი გუნდი და შეიქმნა 4 კაციანი გუნდი. კონკურსის მონაწილე გუნდებმა თავიანთი პარტნიორების ვინაობა საერთაშორისო ფინალზე გამგზავრებამდე 2 კვირით ადრე იცოდნენ.

"ალიანტე 2011" განრიგი

1/03/2011–11/04/2011
პირველი რაუნდი:
გუნდების რეგისტრაცია და ონლაინ–რეჟიმში კითხვებზე პასუხი

12/04/2011–20/05/2011 
მეორე რაუნდი:  
პირველ რაუნდში გამარჯვებული გუნდები წერილობით გასცემენ პასუხს კონკურსის კითხვებს

17/06/2011–21/06/2011
მესამე რაუნდი:
ეროვნული ფინალი საქართველოს სამხედრო ბაზაზე

4/07/2011–11/07/2011
მესამე რაუნდი:
საერთაშორისო ფინალი მონტენეგროში და გამარჯვებულთა გამოვლენა/გამოცხადება

"ალიანტე 2011"-ში ქართველმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

2011 წელს 4-10 ივლისს, საერთაშორისო ფინალს მასპინძლობდა მონტენეგრო. საქართველოს საერთაშორისო ფინალზე წარმოადგენდნენ: გიორგი ბაქრაძე - ცოტნე გორგოძე, გიორგი ყოლბაია - ოთარ ტყეშელაშვილი, თამარ ჩხიტუნიძე - ლაშა ჩხიტუნიძე, ლევან გოგოტიშვილი - ლაშა გოგლიძე, გიორგი ყოლბაია - ირაკლი ლომიძე.

წლეულს საერთაშორისო ფინალში მონაწილეობა მიიღო  ხუთმა ქვეყანამ: მონტენეგრო,  ლიტვა,  პოლონეთი, სლოვაკეთი და  საქართველო,  სულ 40 საერთაშორისო ფინალისტი. 5 საერთაშორისო ფინალის საპრიზო ადგილიდან  3 ადგილი ქართველმა ფინალისტებმა მოიპოვეს. პირველ-მეორე ადგილებზე გავიდნენ: გიორგი ყოლბაია - ირაკლი ლომიძის და გიორგი ყოლბაია - ოთარ ტყეშელაშვილის გუნდები, ხოლო მეხუთე ადგილი ლევან გოგოტიშვილის და ლაშა გოგლიძის დუეტმა აიღო.

საერთაშორისო ფინალის გახსნით ცერემონიალს ესწრებოდნენ, როგორც  მონტენეგროს მაღალი ოფიციალური პირები,  ასევე მონტენეგროში აკრედიტებული საელჩოების ელჩები და სხვა მაღალი ოფიციალური წარმომადგენლები.

ფინალისტებმა  დატვირთული და საინტერესო პროგრამა გაიარეს: სამხედრო ბაზაზე დაბრკოლებების გადალახვა, მიზანში სროლა, შეჯიბრი ცურის სხვადასხვა სახეობებში, 4 კილომეტრიანი გარბენი მრავალფეროვან დისციპლინებში შეჯიბრებთან ერთად.  შეჯიბრის მსვლელობის დროს შედეგების მიხედვით ყველა ქართველი ფინალისტი  წამყვან პოზიციებზე იდგა.

კულტურული პროგრამის დროს, ქართველმა ახალგაზრდებმა თანატოლებს  და მოწვეულ სტუმრებს  წარმოუდგინეს საქართველო , მისი კულტურა  ტრადიცია და მისწრაფებები.

კონკურსში გამარჯვებულებმა მონტენეგროში იმოგზაურეს

საერთაშორისო კონკურსი ალიანტე 2011, მონტენეგროწლეულს საერთაშორისო კონკურსის ფინალისტმა ხუთმა გამარჯვებულმა საერთაშორისო  გუნდმა დაუვიწყარი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო ფინალისტების 2 დღიანი  დამატებითი პროგრამის ფარგლებში. გამარჯვებულებს მიღება გაუმართა მონტენეგროს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა უსაფრთოების საკითხებში, ბატონმა ივან მასულოვიჩმა. ამასთან მოინახულეს მონტენეგროს ღირშესანიშნავი ადგილები.

კონკურსი ალიატე ზრუნავს  მომავალი თაობის  ცნობიერების ამაღლებაზე ნატო - ჩრდილო ატლანტიკური ალაინსის, უსაფრთოხოების და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებთან მიმართებაში, ამასთან უნიკალურ საშუალებას აძლევს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან შეხვდნენ თანატოლებს,  დაამყარონ ურთიერთობები, რაც პოზიტიურად მოქმედებს მათ მომავალ ცხოვრებასა და განვითარებაზე.

„ალიანტე 2011“–ის გამარჯვებულები იმოგზაურებენ მონტენეგროში, დანარჩენი ფინალისტები კი– მონტენეგროს რეგიონალურ ბანაკში გაემგზავრებიან. ამრიგად, „ალიანტე 2011“–ში დამარცხებული არ არსებობს.

მნიშვნელოვანია, რომ ქართული გუნდები ყოველთვის იყვნენ კონკურსის საბოლოო გამარჯვებულთა შორის, საქართველოს კონკურსში მონაწილეობის 4 წლიანი ისტრიის მანძილზე.

საქართველოში საერთაშორისო კონკურს „ალიანტეს“ ორგანიზატორი: ა/ო “ახალი თაობა–ახალი ინიციატივა”

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: საქართველოს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

პროექტის პარტნიორები: საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის მერია.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

მარიამ დგებუაძე
ა/ო "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"
მის: თბილისი, 0108 თაბუკაშვილის ქ. 17.
ტელ: (+995 32) 99 01 70
ელ. ფოსტა: m.dgebuadze@ngni.net
ვებ-გვერდი: http://www.ngni.net