სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სტუდენტური სახე

თარიღი: 2011 სექტემბერი 27

პროგრამის მიზნები:

-          ნაციონალური სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა;

-          სტუდენტების თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარების ხელშეწყობა;

-          სტუდენტებში სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

 

პროგრამის შესახებ:

პროექტი ,,სტუდენტური სახე" წარმოადგენს მასობრივ ღონისძიებას, რომელიც მოიცავს სტუდენტებში სილამაზის კონკურსის ორგანიზებას. ღონისძიების ფარგლებში, ასევე ეწყობა სპორტული აქტივობები, კონცერტები და სხვა გასართობი ღონისძიებები. აღნიშნული საქმიანობა კიდევ ერთი მცდელობაა საერთო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის. ,,სტუდენტური სახე" არის კონკურსის პრინციპზე აგებული პროგრამა, რაც ამაღლებს ჯანსაღ კონკურენციას უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის. მსგავსი ღონისძიებები სტუდენტებისთვისა და სტუდენტური თვითმმართველობებისთვის წარმოადგენს დამატებით მოტივაციას უფრო მრავალფეროვანი და სრულყოფილი გახადონ საკუთარი პროგრამები.

„სტუდენტური სახე" რამოდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. პირველად  "სტუდენტური სახე 2009" დაბა ურეკში გაიმართა, 2010  წელს  პროექტი წარმატებით განხორციელდა ქ. ბათუმში. 2011 წლის ივლისში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქ. ბათუმში გაიმართა უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური სილამაზის კონკურსი "სტუდენტური სახე 2011", რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს 27 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა გოგონამ, მათ შორის ბათუმის, ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდისა და ახალციხის უმაღლესი  სასწავლებლების სტუდენტებმა.

„სტუდენტური სახე 2011"

2011 წლის მარტში ორგანიზატორებისა და უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების ორგანიზებით დაიგეგმა თბილისში არსებულ აკრედიტებულ უნივერსიტეტების სტუდენტურ თვითმმართველობებთან შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია. პროექტის პრეზენტაციის შემდგომ მონაწილე უნივერსიტეტებს მიეცათ 20 დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც დაინიშნა მონაწილეთა შესარჩევი კასტინგი. 2011 წლის 3 ივნისს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა შესარჩევი ქასთინგი, სადაც შეირჩა 28 გოგონა. მომდევნო 1 თვის განმავლობაში მათ გაიარეს მოსამზადებელი კურსი, კერძოდ მათ უტარდებოდათ გაკვეთილები სიარულსა და მეტყველებაში,  გადიოდნენ ფოტოსესიებს, გადაღებებს და სხვა.

2011 წლის ივლისში ქ. თბილისში შედგა პროექტის ოფიციალური პრესკონფერენცია, რომელშიც ორგანიზატორებთან და მონაწილე უნივერსიტეტებთან ერთად საზოგადოების წინაშე წარსდგნენ " სტუდენტური სახე 2011" -ის  ჟიურის თავმჯდომარე და გენერალური სპონსორი.

13-14  ივლისს ქ. ბათუმში გაიმართა საკონკურსო დღეების ოფიციალური გახსნა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა კულტურული  ღონისძიება და საქველმოქმედო აქცია, ასევე გაიმართა შემდეგი აქტივობები:

  • ღონისძიების გახსნა - აქცია ბათუმის ბულვარში, მსვლელობა სარეკლამო მასალების დარიგება;
  • კონკურსი, პლაჟის ფრენბურთი გოგონების მონაწილეობით;
  • საქველმოქმედო აქცია, კონკურსი „მის ინტელექტის" გამოსავლენად;
  • ფინალური ცერემონიალი.

ფინალური ღონისძიება ჩატარდა სასტუმრო „შერატონის დარბაზში", სადაც გარდა საკონკურსო ნომრებისა, სცენაზე ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.  გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ.

15 ივლისს პიაცას მოედანზე ჩატარდა დასკვნითი ნაწილი გრანდიოზული დახურვის ცერემონიალით, სადაც გამოვლინდა „სტუდენტური სახე 2011"-ის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნატუკა გაგუნაშვილი.

„სტუდენტური სახე" იქნება ყოველწლიური პროგრამა, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად გაუწევს ორგანიზებას.