სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სუამის ქვეყნების ახალგაზრდული ფორუმი

თარიღი: 2011 სექტემბერი 27

სუამის სამიტი თბილისში

პროგრამის მიზანი:

  • ახალგაზრდულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის გაზრდა რეგიონული (აღმოსავლეთ ევროპის) მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში;
  • საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა) თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში.

სუამის შესახებ:

  სუამი, წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი) სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციას, რომელიც შეიქმნა 1997 წელს და სადაც ისინი სხვადასხვა თემის ირგვლივ ცდილობენ გააძლიერონ რეგიონალური თანამშრომლობა, გამოავლინონ საერთო ინტერესები და პროგრამები.

 წევრ ქვეყნებს შექმნილი აქვთ ახალგაზრდული პლადფორმა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად სუამის ქვეყნების სახელმწიფო და არასამთავრობო ახალგაზრდული სტრუქტურების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ იმუშაონ ქვეყნებს შორის ახალგაზრდულ სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე.  სუამის ქვეყნების ახალგაზრდულ სამიტებს წლების მანძილზე მასპინძლობდნენ წევრი ქვეყნები.   2011 წელს საქართველომ  პირველად უმასპინძლა  სუამის ახალგაზრდულ ფორუმს.

სუამის ქვეყნების ახალგაზრდული ფორუმი საქართველოში:

სუამის ფორუმი 2011 წელს 1-5 მაისს   თბილისში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 40-მდე წარმომადგენელმა. სამიტის გახსნის ცერემონიაზე   სიტყვით გამოვიდნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე    გიორგი ავალიანი, სუამის გენერალური მდივანი  ვალერი ჩეჩელაშვილი; გაეროს ბავშვთა ფონდის  წარმომადგენელი ბენჯამინ სპარქსი; აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე  ინტიგამ ბაბაევი; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ოლივერ რაისმერი.

                      სუამის ახალგაზრდულ სამიტზე  განხილულ იქნა:

  • აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნების როლი და საქმიანობა. 
  • ევროკავშირის მიერ ინიცირებულ პროგრამებში სუამი-ს სახელმწიფოების აქტიური მონაწილეობა.
  • ახალგაზრდობის სფეროში ჩართულ სუბიექტებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები.
  • სუამის ქვეყნებს შორის ახალგაზრდული რეგიონალური თანამშრომლობის საკითხი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები.

 ფორუმის ფარგლებში მოხდა ახალი პროექტების დაგეგმვა და ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

 სამიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან დავით ტყეშელაშვილთან, საქართველოს გენერალურ პროკურორთან დავით საყვარელიძესთან. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში   საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან. გარდა პლენარული სხდომებისა, სამიტი ასევე მოიცავდა კულტურულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა მოინახულეს საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები. დაათვალიერეს პრეზიდენტის რეზიდენცია და ,,საოკუპაციო მუზეუმი".