სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის სამიტი თბილისში

თარიღი: 2011 სექტემბერი 27

ელსა საქართველო

პროგრამის მიზანი:

  • საერთაშორისო დონეზე ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა;
  • საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილეობის გაზრდა ევროპულ „ქოლგა" სტრუქტურებში;
  • ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობების ზრდა საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით;
  • ევროპის ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

პროგრამის შესახებ:

ელსას სამიტი თბილისშისაქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, რომელიც გულისხმობს თანამშომლობის განვითარებას როგორც სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან, ასევე ახალგაზრდულ   ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ევროპის მასშტაბით არსებობს რამოდენიმე ახალგაზრდული ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ერთი პროფილის ორგანიზაციებს. აღნიშნული ქოლგა სტრუქტურები წარმოადგენენ შესანიშნავ პლადფორმას მის წევრებს შორის გამოცდილების გაზიარების და ორგანიზაციების განვითარების თვალსაზრისით. ასევე აღნიშნულ სტრუქტურებში მონაწილეობა, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და მის წევრ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ქოლგა ორგანიზაციის მართვაში, ლობირება მოახდინონ ქვეყნისათვის და ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების. ახალგაზრდული ქოლგა ორგანიზაციები ევროპის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართულები ევროპულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კერძოდ გვევლინებიან პარტნიორებად და კონსულტანტებად ისეთი სტრუქტურების, როგორიცაა ევროსაბჭო, ევროკავშირი, ევროპარლამენტი, გაერო და სხვა. აღნიშნული სტრუქტურები ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას სწორედ ამ ორგანიზაციების მიმართვებსა და რეკომენდაციებს ეყრდნობიან.გიორგი ავალიანი, მინისტრის პირველი მოადგილე

მნიშვნელოვან ქოლგა ახალგაზრდულ ორგანიზაციას წარმოადგენს „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია" (ELSA), რომელიც დაარსდა 1981 წელს ქალაქ ვენაში ავსტრიელი, გერმანელი, პოლონელი და უნგრელი სტუდენტების ინიციატივით. ამ ეტაპზე ასოციაცია აერთიანებს ევროპის 42 სახელმწიფოს 32 000 ახალგაზრდა იურისტითა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტით მთელი ევროპის მასშტაბით. ელსას საქმიანობა დღესდღეობით წარმოადგენს ძალიან ფართო საერთაშორისო პროფესიულ  სამართლებრივ არეალს სამი მიმართულებით: აკადემიური საქმიანობა; სემინარები და კონფერენციები; სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამები. ელსა ემსაურება ლიდერული პოტენციალისა და მენეჯმენტის უნარ-ჩვევების განვითარებას ახალგაზრდებში, ისევე როგორც კულტურული მრავალფეროვნების გაცვლას. ელსას გააჩნია საკონსულტაციო სტატუსი გაეროს ფრთის ქვეშ მოქმედ ორგანოებთან, როგორებიცაა UNESCO, ECOSOC და UNICITRAL. ელსამ 2000 წელს მოაწერა ხელი სპეციალურ პარტნიორულ შეთანხმებას ევროპის საბჭოსთან, რომელიც დღესდღეობით ასოციაციის პატრონ ორგანიზაციას წარმოადგენს. 2005 წლიდან ელსას  დამკვირვებლის სტატუსი აქვს მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციასთნ (WIPO.)

საქართველომ ელსას წევრობის პირველი საფეხური მოიპოვა 2008 წლის შემოდგომაზე გერმანიაში, ხოლო 2009 წელს ბუქარესტში მისი სრულუფლებიანი წევრი გახდა. „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველო"-მ უამრავი წარმატებული ღონისძიება განახორციელა, რომელიც მთლიანად ემსახურებოდა ახალგაზრდების განვითარებას.


„ევროპის ახალგაზრდა იურისტ სტუდენტთა ასოციაციის" სამიტი საქართველოში

საქართველომ განაცხადი საერთაშორისო პრეზიდენტების შეხვედრის მასპინძლობაზე  2010 წლის მარტში წარადგინა და ფინეთთან დაძაბული კონკურენციის პირობებში შეხვედრის მასპინძლობის უფლება მოიპოვა - ხმათა შეფარდებით 61/20.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2011 წლის 9-13 თებერვლის განმავლობაში თბილისში გაიმართა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის  პრეზიდენტების საერთაშორისო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  45-მა  დელეგატმა  ცენტრალური და დასავლეთ ევროპის  სხვადასხვა რეგიონიდან. სამიტის მთავარი მიზანი იყო ქართველი სტუდენტების ევროპულ კოლეგებთან დაახლოება და მათი ინტეგრაცია.

შეხვედრის მონაწილეებს აქტიური შეხვედრები ჰქონდათ სხვადასხვა  სამთავრობო უწყებებში (საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო), სადაც გაეცნენ მიმდინარე სახელმწიფო რეფორმებს და სამომავლო გეგმებს.

სამიტის ფარგლებში  მიღწეულ იქნა შედეგები:
ელსას სამიტი თბილისში

  • შემუშავდა ასოციაციის კორდინაციასა და მისი განვითარების ყოველწლიური გეგმა;
  • გაიზარდა ქართველი ახალგაზრდების ინფორმირება ევროპის ქვეყნებში იურიდიულ და სხვა ფეროებში გამოცდილების შესახებ;
  • მოხდა ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდების დაახლოება ევროპელ კოლეგებთან;
  • ევროპელი სტუდენტების ინფორმირება საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ;
  • საქართველოს კულტურული და ტურისტული შესაძლებლობების გაცნობა ევროპელი სტუდენტებისათვის.

შეხვედრის მიზნები და მიღწეული შედეგები პირდაპირ პასუხობს საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის მოთხოვნებს.

აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებით კიდევ უფრო განვითარდა საქართველოსა და ევროპულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კავშირები და  გაიზარდა ახალგაზრდული საზოგადოების ინფორმირება ევროპულ საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნული პროგრამის ერთერთ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ სამიტიდან სულ რამოდენიმე თვეში, ირაკლი სამხარაძე არჩეული იქნა „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის" ვიცე პრეზიდენტად სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების სფეროში.