სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ევროპის სტუდენტური კავშირების საერთაშორისო ფორუმი

თარიღი: 2011 სექტემბერი 27

 

პროგრამის მიზნები:

  • საქართველოში სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო დონეზე ქართული სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობის ხელშეწყობა;
  • ქართველი სტუდენტების შესაძლებლობების ზრდა საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით;
  • ევროპელი სტუდენტების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

 

პროგრამის შესახებ:

სტუდენტური კავშირების საერთაშორისო ფორუმი თბილისშისაქართველოში სტუდენტური თვითმმართველობების ჩამოყალიბება უკავშირდება უმაღლესი განათლების რეფორმას, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო. რეფორმის ფარგლებში საჯარო უმაღლესი სასწავლებლებისთვის სავალდებულო გახდა სტუდენტური თვითმმართველობების ჩამოყალიბება. სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს საჯარო უმაღლესი სასწავლებლის უმთავრეს სტრუქტურას, რომელიც პასუხისმგებელია სტუდენტების უფლებების დაცვაზე, სასწავლო პროცესის დაგეგმის, ასევე, უნივერსიტეტის ფარგლებში არაფორმალური განათლების მიღების, თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენის თვალსაზრისით სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობასა და მონაწილეობაზე.

სტუდენტურ თვითმმართველობებს გააჩნიათ გარანტირებული წარმომადგენლობა საფაკულტეტო საბჭოებში (რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სტრუქტურას სასწავლო პროცესის დაგეგმის თვალსაზრისით), რაც მის მნიშვნელობას უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს. ასევე, უმეტეს უმაღლეს სასწავლებლებში  მოხსნილია დაფინანსების პრობლემა. აღნიშნული პირობები პოზიტიურ გარემოს ქმნის სტუდენტური თვითმმართველობების განვითარებისათვის.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მნივნელოვნადაა ჩართული სტუდენტური თვითმმართველობების ხელშეწყობის საკითხებში. აღნიშნული მხარდაჭერა გამოიხატება სტუდენტურ პროგრამებში, რომლებსაც სამინისტრო სისტემატიურად ახორციელებს. სამინისტრო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო ურთიერთობები საშუალებას აძლევს სტუდენტურ თვითმმართველობებს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ უცხოელი კოლეგების საქმიანობის შესახებ, გაეცნონ პოზიტიურ გამოცდილებას და იზრუნონ მის დანერგვაზე საქართველოში, გაზარდონ ქართველი სტუდენტების შესაძლებლობები საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის კუთხით.

,,სტუდენტური კავშირების პირველი საერთაშორისო ფორუმი" არის პირველი პროგრამა, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სტუდენტური თვითმმართველობების საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისათვის განახორციელა.  სამინისტრომ ღონისძიება ჩაატარა სტუდენტურ ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა სოციოლოგთა და პოლიტოლოგთა კლუბთან" ერთად.

 განხორციელებული საქმიანობასტუდენტური კავშირების საერთაშორისო ფორუმი თბილისში

"სტუდენტური კავშირების პირველი საერთაშორისო ფორუმი" (Tbilisi International Forum of Student Unions) ქ. თბილისში 2011 წლის 1-6 ივნისს გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ევროპისა და ამერიკის 17 წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირების 35-მა წარმომადგენელმა, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდულ აქტივობებში ქართველი სტუდენტების როლის ზრდას, მაქსიმალურ ჩართულობას და ინფორმირებულობას.

"სტუდენტური კავშირების საერთაშორისო ფორუმი" წარმოადგენს პირველ მცდელობას სტუდენტურ დონეზე დამყარდეს სათანადო კავშირები, რათა საფუძველი ჩაეყაროს შემდგომ პარტნიორობას საერთო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით, მოხდეს იმ მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარება, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტურ თვითმმართველობებს გამოიკვეთოს სტუდენტების როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების, საგანმანათლებლო დონის ზრდის, ევროპული ღირებულებების  და სტანდარტების გაზიარებისა და დანერგვის კუთხით.

მოცემული ფორუმის მსვლელობისას საფუძვლიანად განხილულ იქნა სტუდენტური თვითმმართველობების ევროპის სტუდენტურ კავშირში (European Student Unuin-ESU) გაწევრიანების პერსპექტივა.ფორუმს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრო ევროპის სტუდენტური კავშირის მოქმედი პრეზიდენტი -ბერტ ვანდენკენდელაიერი.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემული ფორუმის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ დიმიტრი შაშკინს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ გიორგი ავალიანს, თბილისის მთავარი პროკურორის მოადგილეს ბატონ დავით საყვარელიძეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ბატონ დავით ტყეშელაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვანო მერაბიშვილს. მათ თითოეული უწყებისაგან პირადად მოისმინეს სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ახალგაზრდულ სფეროში, თუ რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართველი ახალგაზრდობა და შესაბამისად რა რეფორმები იქნა გატარებული.სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ მონაწილეობა გამართულ დისკუსიებში.

,,სტუდენტური კავშირების პირველი ახალგაზრდული ფორუმის" განხორციელების შედეგად, სტუდენტურ თვითმმართველობებს, დღეს, კავშირი აქვს ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან როგორიცაა: ჰარვარდის, კარლის, ტარტუს, ტალინის, ვილნიუსის, გენუას, ბოლონიის, კიელის, ბუქარესტის და ამსტერდამის უნივერსიტეტების სტუდენტური კავშირები, რაც კიდევ ერთ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.