სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდული სერვისების მონაცემთა ბაზა

თარიღი: 2012 იანვარი 27

ახალგაზრდული ელექტრონული სერვისები

ახალგაზრდების წინაშე ყოველთვის უამრავი კითხვაა და გამოწვევა:

  • რა პროგრამები არსებობს ახალგაზრდებისთვის ჩემს ქალაქში?
  • როგორ და სად განვავითარო უნარ-ჩვევები?
  • სად ავიმაღლო კვალიფიკაცია?
  • სად დავეუფლო პროფესიას?
  • მაქვს პროექტი, სად მოვიპოვო გრანტი?
  • ვარ სოციალურად დაუცველი შშმ პირი, რა პროგრამები არსებობს ჩემთვის?
  • რას აკეთებს სამთავრობო და საერთაშორისო სექტორი ჩემს მხარდასაჭერად?

ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხის გასაცემად გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ინოვაციური პროექტის - "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისები" განხორციელება 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო.

2012 წლიდან საქართველოში მცხოვრებ მოზარდებს, ახალგაზრდებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში www.cync.ge/e-service მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს დიდ ქალაქებში მოზარდებსა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ფასიანი და უფასო სერვისების შესახებ.


WWW.CYNC.GE/E-SERVICE

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია შევქმნათ ახალგაზრდული სერვისების/მომსახურების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო, კერძო, სამთავრობო და საერთაშორისო სექტორში ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი მომსახურების შესახებ.

მონაცემთა ბაზაში/ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდებისთვის შემუშავებული სერვისების შესახებ:

  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები;
  • კომპიუტერული კურსები;
  • ხელოვნებისა და სპორტის წრეები;
  • იურიდიული და ფსიქოლოგირუი დახმარება;
  • გასართობი დაწესებულებები;
  • დღის ცენტრები;
  • და მრავალი სხვა პროგრამა.

ახალგაზრდული სერვისების საძიებო სისტემა - www.cync.ge/e-service

მონაცემთა ბაზას ჩაშენებული აქვს საძიებო სისტემა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს სასურველი სერვისის მოძებნა გაუდვილდებათ. საძიებო სისტემას აქვს ფილტრი, ანუ თუ მომხმარებელს აინტერესებს მხოლოდ ხელოვნების პროგრამები, მას საშუალება აქვს მოძებნოს სერვისი მხოლოდ ამ კატეგორიაში. ასევე, აღსანიშნავია რომ ბაზას აქვს სამიზნე ჯგუფების და მომსახურების საფასურის ფილტრიც. თუ მომხმარებელი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სოციალურად დაუცველი და მას აინტერესებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი მომსახურება, "ახალგაზრდულ სერვისებს" აქვს ფუნქცია მოძებნოს კონკრეტული ჯგუფისთვის განკუთვნილი მომსახურება.

პროექტის ეტაპები

პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" 2012 წლის იანვარში ამოქმედდა. პირველ ეტაპზე პროექტის ორგანიზატორებმა უკვე შეაგროვეს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ფოთში,  მარნეულში, ქუთაისში, ახალქალაქში, გორში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში არსებული 100-მდე ორგანიზაციის 400-მდე მომსახურება.

სერვისების მოძიება და განახლება

ახალგაზრდული სერვისების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში პროექტის ორგანიზატორებს აქტიურად ეხმარებოდა ზემოთ ხსენებული ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლება. მათ გამოყვეს წარმომადგენლები, რომლებსაც ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. მოგვიანებით, უწყებების უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლემა ინფორმაცია შეაგროვეს.

ბუნებრივია, ამ ეტაპზე მონაცემთა ბაზაში ვერ მოხვდა საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია, რომლებსაც აქვთ საინტერესო სერვისები. ამას ობიექტური მიზეზი აქვს - ადამიანური რესურსის ნაკლებობა. მაგრამ პროექტის ორგანიზატორებმა ეს დეტალიც გავითვალისცინეთ. ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც ვერ მოხვდა ბაზაში, თავად შეუძლია შეავსოს ელექტრონული განაცხადი დაწესებულებაში არსებული მომსახურებების შესახებ. ამისთვის, ორგანიზაციის წარმომადგენელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია (იხილეთ ორგანიზაციის სარეგისტრაციო ფორმა და მომსახურების სარეგისტრაციო ფორმა) "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" ვებ-გვერდზე www.cync.ge/e-service. ამის შემდეგ, პროექტის ორგანიზატორები გადაამოწმებენ აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს და მომსახურება აისახება მონაცემთა ბაზაში. ეს არის საკმაოდ მოქნილი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზის მუდივ განახლებას.

პროექტის ორგანიზატორები მონაცემთა ბაზის განახლებას წელიწადში 1-2 ჯერ უზრუნველყოფენ.

რა სარგებლობა მოაქვს პროექტს?

"ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" მართლაც ინოვაციური და გრანდიოზული წამოწყებაა. ეს პროექტი გათვლილია ძალიან ფართო აუდიტორიისთვის და მოიცავს საკმაოდ ბევრ სუბიექტს. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ პროექტში ჩართული ყველა მხარე მოგებულია. პროექტის ძირითადი ბენიფიციარები - მოზარდები და ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას მომსახურების შესახებ. სამთავრობო, არასამთავრობო, კომერციული თუ სხვა ორგანიზაციები ახდენენ თავისი მომსახურების პოპულარიზაციას და იძენენ ახალ აუდიტორიას.

აღსანიშნავია, რომ ამ ელექტრონული ბაზის საშუალებით ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ გააანალიზონ კონკრეტულ ქალაქში ახალგაზრდულ სექტორში არსებული მდგომარეობა. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ შეიმუშავონ ისეთი პროგრამები, რომლის ნაკლებობაც არსებობს ამ ქალაქში.

პროექტს "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისები" ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უწყება სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი"


საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 0 32 2 30-02-03
ელ.ფოსტა: cync@cync.ge