სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

თარიღი: 2012 მარტი 21

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიზანია საქართველოს რეგიონებიდან აქტიური, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ჩართვა აკადემიურ-პრაქტიკულ ღონისძიებებში - საპარალმენტო სესიებში. პროექტის ამოცანაა 16-20 წლამდე ქართველი ახალგაზრდების აკადემიური აქტივობის გაზრდა; მათი ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობა; დებატის კულტურის ჩამოყალიბება; სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა, რაც საბოლოოდ ქვეყანაში პარლამენტარიზმის კულტურის ამაღლებას და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ემსახურება.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობის პრინციპი ეფუძნება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს როგორც თეორიულ ცოდნის მიღებას (კომიტეტებში რეზულუციაზე მუშაობა, დამატებითი თემატური მასალის გაცნობა), ასევე პრაქტიკული უნარების გამომუშავებას (დებატები პლენარულ სხდომაზე, კრიტიკული აზროვნების გამომუშავება, სახალისო თამაშები გუნდური მუშაობის პრინციპის გათავისებისათვის).

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სესიები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ სხდომებს, რომელიც გაიმართება სულ საქართველოს 16 ქალაქში, რაც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 16–დან 20 წლამდე რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები. თითოეულ სხდომაში მონაწილეობას მიიღებს 120 ახალგაზრდა. საბოლოოდ პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 1 წლის მანძილზე 2000 ადამიანს შეადგენს.

პროექტი ხორციელდება შემდეგ ქალაქებში: გურჯაანი, თელავი, რუთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალციხე, ზესტაფონი, ამბროლაური, ზუგდიდი, დუშეთი, თბილისი.

პროექტის მიმდინარეობა:

თითოეული სხდომისათვის სპეციალურად ირჩევა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ფასილიტაციას გაუწევს ახალგაზრდა პარლამენტარების მუშაობის პროცესს. მონაწილეები კომიტეტების კომპეტენციის ფარგლებში იხილავენ აქტუალურ საკითხს და გუნდური მუშაობით იღებენ დადგენილებებს, რომელებიც რეკომენდაციის სახით გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.

მიღებულ დადგენილებებს ახალგაზრდა პარლამენტარები იხილავენ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც უძღვება მონაწილეთაგან შერჩეული სპიკერი და 2 ვიცე-სპიკერი. წინასწარგანსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით (რაც მოიცავს დადგენილების გაცნობას, მის ირგვლივ მიღებულ შენიშვნებს, შემაჯამებელ სიტყვას და კენჭისყრას) ხდება დადგენილების განხილვა დებატისა და მრავალმხრივი თემატური კომენტარების შემდგომ.

ახალგაზრდულ პარლამენტში მუშაობს 7 კომიტეტი: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი; საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა, ეკონომიკური პოლიტიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტი.

პარლამენტის იმიტირებული სხდომა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. პირველი ორი დღე ეთმობა საკომიტეტო მუშაობას და დადგენილებების შემუშავებას, ხოლო მესამე დღეს დადგენილებების სხვა კომიტეტებისათვის გაცნობა და კენჭისყრა ემართება.

პროექტის განრიგის სანახავად, ჩამოტვირთეთ მიმაგრებული ფაილი.

პროექტის ორგაზნიატორები: ა/ო „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი" და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

პროექტში მონაწილეობის მსურვილები დაუკავშირდით: თეონა ლავრელაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი. მობ: 577 233 819 ელ.ფოსტა: t.lavrelashvili@yahoo.com Facebook: საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

სასარგებლო ბმულები:

 

    

         

      

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები :
ახალგაზრდული პარლამენტის სესიებისა და სხდომების ჩატარების განრიგი