სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

Speak Up in Georgia

თარიღი: 2012 მარტი 21

Speak UP in Georgia

„Speak Up in Georgia" არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდობის პრაქტიკული ინგლისური ენისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც გაგრძელდება 2012 წლის აგვისტოს თვის ბოლომდე. პროექტის ფარგლებში ჩატარდება 16 სესია, ახალგაზრდებისათვის საინტერესო თემატიკაზე პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო.

თემატიკა: რატომ უნდა შევისწავლოდ ენები? თვით-ბრენდინგის ხელოვნება; განსხვავებული (მრავალფეროვანი) ცხოვრების სტილი; მიზნის დაგეგმვის გზები; რეზიუმეს წერა/ინტერვიუები; იდეალური სამსახური; საჯარო გამოსვლები; დებატები; ხელოვნება ჩვენს ცხოვრებაში; პროექტის მენეჯმენტი; ლიდერობა ახალგაზრდებში; PR მენეჯმენტი; კონფლიქტების მენეჯმენტი; მულტიკულტურალიზმი; ინგლისური ენის სწავლების ეფექტური გზები; კონფერენცია

პროგრამაში, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-26 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ინგლისურ ენას საშუალო დონეზე ფლობენ. პროგრამა საქართველოს 8 ქალაქში - თელავში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდში,  ბათუმში, რუსთავში, გორსა და ბორჯომში ტარდება და მასში 1000 ახალგაზრდა ჩაერთვება.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ქალაქის მუნიციპალიტეტს ან შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-საიტზე www.speakup.ge

პროექტი "Speak Up in Georgia" ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ორგანიზატორია ა/ო "SPEAKUP"

საკონტაქტო პირი:         ინგლისური ენისა და ლიდერული უნარ-ჩვევების ტრენინგი
მის: თბილისი, ვაჟა ფშაველას #40
ირაკლი ფოფხაძე, 555 000 098
ელ.ფოსტა: info@speakup.ge

სასარგებლო ბმულები:

>> Speak UP რეგიონებში

>> ა/ო "SPEAKUP"