სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მედია კონკურსი

თარიღი: 2012 მაისი 01

 

30 აპრილს, გაეროს სახლში  გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ცენტრალური და ადგილობრივი მედი წარმომადგენლებისთვის ახალგაზრდობის თემაზე ჟურნალისტური ნამუშევრის კონკურს გამოაცხადეს. კონკურსთის დეტალებთან დაკავშირებით განცხადება თამარ ხომასურიძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის დირექტორმა და ირაკლი მეგრელიშვილმა, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა გააკეთეს.

კონკურსზე წარმოსადგენი  მასალების თემატიკა უკავშირდება იმ ოთხ ძირითად მიმართულებას, რომელიც განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით:

1. მონაწილეობა: სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები, ახალგაზრდების მიერ  მომზადებული პროექტები, მოხალისეობა, კულტურა, შემოქმედებითი საქმიანობა და დასვენება;

2.ანათლება, დასაქმება და მობილობა: განათლების სფეროში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობები: დასაქმება, სტუდენტთა მობილობა, ეკონომიკური შესაძლებლობები და ცხოვრების პირობები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის;

3. ჯანმრთელობა:  ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, მენტალური ჯანმრთელობა; ინფორმირებულობა და დაავადებათა პრევენცია;

4. სპეციალური დახმარება და დაცვა:  სოციალური დაცვა,  დახმარება  და უფლებები, ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენცია.

გამარჯვებულები შერჩეულნი იქნებიან საკითხის აქტუალობისა და შესაბამისობის, საკითხისადმი საინტერესო მიდგომის და ახალგაზრდობის თემატიკაზე მასალის გამოქვეყნების ინტენსივობის მიხედვით.

გამოვლინდება სამ-სამი  გამარჯვებული შემდეგ ნომინაციებში

1. საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟისათვის/გადაცემისათვის;

2. საუკეთესო რადიო რეპორტაჟისათვის/გადაცემისათვის;

3. საუკეთესო საგაზეთო ან საჟურნალო სტატიისათვის.

გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები  და სპეციალური დიპლომები.

გაეროს მოსახლეობის ფონდისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპეციალური პრიზი გადაეცემა  ახალგაზრდობის საუკეთესო მედია-პარტნიორის ნომინაციაში გამარჯვებულ  მასობრივი ინფორმაციის ერთ საშუალებას, რომელიც შეირჩევა  2012 წელს ახალგაზრდობის თემატიკაზე  გამოქვეყნებული მასალების ინტენსივობისა და ხარისხის მიხედვით.

კონკურსის  პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოქმედ  ჟურნალისტ,  რომელიც დაინტერესებულია ახალგაზრდებისათვის აქტუალური საკითხებით;კონკურსი მედია წარმომადგენლებისთვის

საკონკურსოდ წარმოდგენილი პუბლიკაციასატელევიზიო თუ რადიო  რეპორტაჟი გამოქვეყნებული ან გადაცემული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (სატელევიზიო მაუწყებელი, რადიო, გაზეთი, ჟურნალი)  მხოლოდ 2012 წლის 1 მაისიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში.

სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1000 სიტყვისა, რადიო და ტელე გადაცემის/სიუჟეტის ქრონომეტრაჟი - არანაკლებ 3 წუთისა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაზეთის/ჟურნალის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად უნდა მოგვაწოდონ გამოქვეყნებური სტატიის ელექტრონული ვარიანტიც.

გაშუქებული/გამოქვეყნებული, აუდიო და ვიდეო მასალის ელექტრონული ვერსიები უნდა წარედგინოს გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისს 2012  წლის 15 ნოემბრიდან  25 ნოემბრამდე.  წარმოდგენილი მასალების ასლებს თან უნდა ახლდეს ჟურნალისტის საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ასლი, სამუშაო ადგილი, სახლის, სამსახურის და მობილური ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართი).

ჟიური შერჩევისას პრიორიტეტს მიანიჭებს მასალებს რომლებიც ემსახურება:

  • ახალგაზრდების უფლებების პოპულარიზაციას საზოგადოებაში;
  • ახალგაზრდების უფლებებისა და პრობლემების მნიშვნელობის უკეთ გაშუქებას და დანერგვას;
  • წამოჭრის დიალოგს საზოგადოებაში ახალგაზრდების უფლებების შესახებ;
  • გააშუქებს ახალგაზრდების ინტერესებსა და პროგრამებს.
  • ემსახურება ჟურნალისტების პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებას ახალგაზრდების საკითხებში.

სხვა ზოგადი კრიტერიუმებია: პრობლემის აქტუალობა,  წერის, გადმოცემის მანერა, საზოგადოებრივი სარგებელი, ჟურნალისტური ეთიკური ნორმების დაცვა, ორიგინალურობა და სიახლე, შემოქმედებითი მიდგომა.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან/დაჯილდოვდებიან 2012  წლის დეკემბერში. მასალების მიღება იწარმოებს ამა წლის  15 ნოემბრამდან 25 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

თამარ ბახტაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის
ტელ.: (995 32) 25 11 26; შიდა ნომერი 152 ელ.ფოსტა: bakhtadze@unfpa.org, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ერისთავის ქ. 9, გაეროს სახლი
www.georgiaunfpa.ge