სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდული ბანაკი „პატრიოტი 2012“

თარიღი: 2012 მაისი 03

 

პატრიოტი
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის #345 განკარგულებით შეიქმნა პროგრამა პატრიოტი". პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და ახალგაზრდობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ზოგადი ინფორმაცია

ბანაკის ადგილმდებარეობა: საქართველო, ანაკლია
პროგრამის მიმდინარეობა: 1 ივნისი - 27 სექტემბერი, 2012
ნაკადების რაოდენობა:
15
ნაკადის ხანგრძლიობა ბანაკში:
7 დღე
ასაკობრივი ზღვარი:
15-დან 20-წლმადე

სიახლე

წინა წლის პროგრამასთან შედარებით „პარტიოტში 2012" რამდენიმე ცვლილება შევიდა:

  • „პატრიოტში 2012" მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები;
  • ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოსული ტრენერები ახალგაზრდებს ლიდერებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით პრაქტიკულ ტრენინგებს ჩაუტარებენ;
  • ბანაკში ამოქმედდება მონაწილეთა თვითმმართველობა, რომელიც ყოველ ნაკადზე არჩევნების გზით, პროგრამის მონაწილეებით დაკომპლექტდება. თვითმმართველობა ბანაკის ადმინისტრაციასთან ერთად ბანაკის ყოველდღიური ცხოვრების სხვდადასხვა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებს;
  • საერთო ჯამში ანაკლიის ბანაკი 5000-მდე ახალგაზრდა უმასპინძლებს.


მონაწილეობა

„პატრიოტში 2012" მონაწილეობის მსურველებმა 15 მაისამდე უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა. იხილეთ:

სააპლიკაციო ფორმა 15-17 წლის მონაწილეთათვის
სააპლიკაციო ფორმა 18-20 წლის მონაწილეთათის

ლიდერების შერჩევა

პროგრამა „პატრიოტში 2012" ლიდერების შესარჩევმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია - საქართველოს მასშტაბით შემოვიდა 400-მდე განაცხადი. აქედან შეირჩა 230 ახალგაზრდის კანდიდატურა, რომლებთანაც გასაუბრების პროცესი 8 მაისს დასრულდება

„პატრიოტი 2012" ნაკადების განრიგი

პროგრამა „პატრიოტი 2012" წელს მხოლოდ ანაკლიაში ჩატარდება და ის სექტემბრის ბოლომდე გასტანს.

15-დან 17-წლამდე მონაწილეთათვის
ნაკადი 1 (01.06. - 07.06)                       
ნაკადი 2 (09.06 - 15-06)                        
ნაკადი 3 (17.06 - 23.06)                                             
ნაკადი 4 (25.06 - 01.07)
ნაკადი 5 (03.07 - 09.07)
ნაკადი 6 (11.07 - 17.07)
ნაკადი 16 (29.09 - 05.10)
ნაკადი 17 (07.10 - 13.07)
ნაკადი 18 (15.10 - 21.10)
ნაკადი 19 (23.03 - 29.03)

18-დან 20-წლმადე მონაწილეთათვის
ნაკადი 7 (19.07 - 25.07)
ნაკადი 8 (27.07 - 02.08)
ნაკადი 9 (04.08 - 10.08)
ნაკადი 10 (12.08 - 18.08)
ნაკადი 11 (20.08 - 26.08)
ნაკადი 12 (28.08 - 03.09)
ნაკადი 13 (05.09 - 11.09)
ნაკადი 14 (13.09 - 19.09)
ნაკადი 15 (21.09 - 27.09)

პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარეული უწყება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი".

სასარგებლო ბმულები:
პროგრამა „პატრიოტი" - რა? სად? როდის?
„პატრიოტი 2011" ვიდეო დღიური
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ანაკლიაში
„პატრიოტი 2011“ ოფიციალური გახსნა
მინისტრი პროგრამა „პატრიოტი 2011"-ის ახლად შერჩეულ ლიდერებს შეხვდა

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრს