სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კონკურსი ახალგაზრდებისთვის

თარიღი: 2012 მაისი 10

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს

ახალგაზრდულ კონკურსს

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს ახალგაზრდულ კონკურსს.

2011 წელს შემუშავდა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა, რომლის მიზანია ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ახალგაზრდები ცხოვრობენ სრულფასოვანი ცხოვრებით, არიან საზოგადოების აქტიური წევრები, იჩენენ შემწყნარებლობას და ზრუნვით ეპრყრობიან სხვა ადამინებს, არიან დამოუკიდებელნი და გააჩნიათ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზების მოტივაცია. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში პრობლემების მიმართ კრიტიკული მიდგომის განვითარება და პრობლემების გადაჭრის გზებზე დაფიქრება.

აგრეთვე პროექტის მიზანია კონკურსის ბოლოს გამართული გამოფენის სახით დამსწრე საზოგადოებას გააცნოს ახალგაზრდების ნამუშევრები, რომლებიც შეეხება ჩვენ გარშემო არსებულ პრობლემებს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.

კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი:

11 ივლისი - 12 აგვისტო, 2012; თბილისი, თელავი, ბათუმი.

საკონკურსო თემები:

კონკურსზე წარმოსადგენი  მასალების თემატიკა უკავშირდება იმ ოთხ ძირითად მიმართულებას, რომელიც განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით:

1. მონაწილეობა: სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები, ახალგაზრდების მიერ  მომზადებული პროექტები, მოხალისეობა, კულტურა, შემოქმედებითი საქმიანობა და დასვენება;

2. ანათლება, დასაქმება და მობილობა: განათლების სფეროში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობები: დასაქმება, სტუდენტთა მობილობა, ეკონომიკური შესაძლებლობები და ცხოვრების პირობები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის;

3. ჯანმრთელობა:  ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, მენტალური ჯანმრთელობა; ინფორმირებულობა და დაავადებათა პრევენცია;

4. სპეციალური დახმარება და დაცვა:  სოციალური დაცვა,  დახმარება  და უფლებები, ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენცია.

გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

1. ფოტორეპორტაჟი

2. სტატია/ესსე

3. სლოგანი

4. ფლეშმობი/პერფორმანსი

კონკურსის პირობები:

მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 4 ნამუშევარი, რომელთაგან თითოეულს გარკვეული პრიორიტეტი ექნება მინიჭებული საბოლოო შეფასების გამოსათვლელად (პრიორიტეტები მითითებულია პროცენტებით):

  • ფოტორეპორტაჟი ან ფოტოსერია (20 %)
  • სტატია ან ესსე (500 - 1000 სიტყვა) (35%)
  • სლოგანი / დევიზი (15%)
  • ფლეშმობი / აქცია / პერფორმანსი (30%)

ნამუშევრების შეფასების მთავარი კრიტერიუმები იქნება:

  • პრობლემის აქტუალობა ჩვენს საზოგადოებაში
  • პრობლემის მიმართ გუნდის მგრძნობიარობა
  • კრეატიულობა
  • ნამუშევრების ხარისხი
  • ნამუშევრების ესთეტიკური მხარე

კონკურსის 2012 წლის ეტაპი მოიცავს თბილისს, თელავსს და ბათუმს და მასში  მონაწილეობა შეუძლიათ 15-დან 25 წლამდე  ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან  ახალგაზრდებისათვის აქტუალური საკითხებით.

კონკურსში მონაწილეობას მიღებს 15 გუნდი აღნიშნული სამი ქალაქიდან, პირველ ეტაპზე შეირჩევა 15 გუნდის ლიდერი გამოგზავნილი რეზიუმეების საფუძველზე, შემდგომ თითოეული ლიდერი შექმნის 4 ადამიანისგან შემდგარ გუნდს. უშუალოდ კონკურსის დაწყებამდე შერჩეულ გუნდის ლიდერებს ჩაუტარდებათ ტრენინგი საკონკურსო თემატიკაზე და დეტალური ინსტრუქტაჟი კონკურსის პირობების შესახებ.

ამის შემდეგ გუნდები ლატარიის პრინციპით აირჩევენ ერთ-ერთ თემას, რომლებზეც მათ შემდგომ უნდა წარმოადგინონ საკონკურსო ნამუშევრები. ნამუშევრების წარმოსადგენად გუნდებს მიეცემათ განსაზღვრული ვადა.

ნამუშევრების შეფასება მოხდება კომპეტენტური ჟიურის მიერ, რის შედეგადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომლის თითოეულ წევრს გადაეცემა გაეროს მოსახლეობის ფონდისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპეციალური პრიზები და დიპლომები.

ნამუშევრები განთავსდება ინტერნეტ სივრცეში და გარდა ჟიურის მიერ გამოვლენილი მთავარი გამარჯვებულისა, გამოვლინდება ხალხის რჩეულიც.

გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა ნეთბუქი, ხოლო ხალხის რჩეული გუნდის თითოეულ წევრს - ამაზონ ქინდლი.

კონკურსის ორგანიზატორები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე 2012 წლის 20 ივნისამდე ელ. ფოსტის მისამართზე: info.gydea@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ბექა ბერიკაშვილი, საქართველოს ახალგაზრდების განვითარების და განათლების ასოციაციის ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი
ტელ.: (995 598) 23 69 63; Beka.berika@gmail.com

თამარ ბახტაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის პრესასთან ურთიერთობის საკონტაქტო პირი; ტელ.: (995 32) 25 11 26; შიდა ნომერი 152; bakhtadze@unfpa.org