სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა

თარიღი: 2012 მაისი 15

 

საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ევროპულ და საერთაშორსო სტანდრატებთან მიახლოებული ახალგაზრდული პოლიტიკა კი, მნიშვნელოვნად ზრდის ახალგაზრდების პოტენციალს.

რატომ სჭირდება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა?

საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაახალგაზრდული პოლიტიკა თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ახალგაზრდობის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევა კი (მაგ. დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, დასაქმება) შეუძლებელია გადაიჭრას მხოლოდ ერთი სექტორის ძალისხმევით. აუცილებელია მუდმივმოქმედი საკოორდინაციო მექანიზმების ჩამოყალიბება სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა მონაწილეობით.
საერთაშორისო ნორმების (გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია; ევროპული ქარტია ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ) აღიარებით საქართველოს სახელმწიფო აღიარებს, რომ ახალგაზრდებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომლებიც მათ ეხება.


რას ემსახურება ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება?

ახალგაზრდების პოტენციალის ოპტიმიზაციისათვის აუცილებელია საზოგადოებაში ახალგაზრდობის როლისა და საჭიროებების გაზიარებული ხედვა. ახალგაზრდებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების გაუმჯობესებული კოორდინაციით, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა შეძლებს არსებულ რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას. შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა კი მეტ ინვესტიციას მოიზიდავს.

რა არის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ამოცანები?

• ახალგაზრდობის სექტორში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გრძელვადიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოყალიბება; ისეთი მექნიზმების შემუშავება რომელიც ყველაზე დაუცველი და მოწყვლად ახალგაზრდებს დაფარავს;
• ახალგაზრდობასა და მთავრობას შორის დიალოგის ინსტიტუტიონალიზაცია, რომელიც განიხილვას საქართველოში ახალგაზრდების რეალურ მდგომარეობას, ქართულ საზოგადოებაში ახალგაზრდების როლსა და პასუხისმგებლობის გადანაწილებას ახალგაზრდებსა და სახელმწიფოს შორის;
• არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დახვეწა ან საჭიროებისამებრ, ახალი პოლიტიკის შემუშავება;
• მთავრობის მხარდაჭერა რათა მოხდეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და წარმატებული პრაქტიკის გამოყენება. გარდა საქართელოში არსებული პრიორიტეტებისა, იქ სადაც მიზანშეწონილია, ახალგაზრდულმა პოლიტიკამ უნდა ასევე ასახოს გლობალური და რეგიონალური პრიორიტეტები და სტრატეგიები;
• ახალგაზრდების განვითარებისთვის მეტი რესურსის მოზიდვა.

სასარგებლო ბმულები:
ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ვებ-გვერდი
ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი(დამტკიცებული)