სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ინტელექტის დღე

თარიღი: 2012 მაისი 24

 

ინტელექტის დღე საქართველოში


5 აპრილს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში"  პროექტ „ინტელექტის დღის" პრეზენტაცია გაიმართა. სკოლების წარმომადგენლებს პრეზენტაცია სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა - ირაკლი მეგრელიშვილმა, კლუბ „რა? სად? როდის?" პრეზიდენმა - გიორგი მოსიძე და პროექტის კოორდინატორმა - ვახტანგ ლომჯარიამ წარუდგინეს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალურ (69) ცენტრში 12 მაისს სკოლის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?" ტურნირი გაიმართება.

პროექტში მონაწილეობის მიღება სკოლის (6-12 კლასი) მოსწავლეებს შეუძლიათ. გუნდები სკოლის სახელით იასპარეზებენ, შესაბამისად ტურნირზე თითო სკოლას ერთი 6-კაციანი გუნდი (სკოლის ნაკრები) ეყოლება. გუნდების რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში 30 აპრილამდე გაგზრზელდება. სულ პროექტში 5000-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. „ინტელექტის დღის" ფინალი 9 ივნისს თბილისში გაიმართება.

ტურნირიში საუკეთესო 3 გუნდი გამოვლინდება, რომლის წევრები სოლიდურ პრიზებს და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.ინტელექტის დღე საქართველოში

აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის ინტელექტუალური ტურნირი ჯერ არსად ჩატარებულა. წარმატების შემთხვევაში „ინტელექტის დღის" ჩატარება ტრადიციად იქცევა.

პროექტის „ინტელექტის დღე" ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს კლუბი „რა? სად? როდის?".

ტურნირში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ გუნდების სარეგისტრაციო ფორმა

ასევე, იხილეთ ტურნირის დებულება.

ტურნირში მონაწილეობასთან ან სხვა ტექნიკურ საკითხებზე მიმართეთ პროექტის კოორდინატორს: ვახტანგ ლომჯარია, მობ: 597 77 66 31

ინტელექტუალური ჩემპიონატი ერთდროულად 69 მუნიციპალიტეტში დაიწყო

12 მაისს, ვლადიმერ ვარძელაშვილმა, თბილისი 51-ე საჯარო სკოლაში საქართველოს ინტელექტუალური ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებს შორის ოფიციალურად გახსნა. „რა? სად? როდის?" ჩემპიონატი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 69 მუნიციპალურ ცენტრში და დედაქალაქში დაიწყო.

ინტელექტუალურ ჩემპიონატში 9568 მოსწავლე სხვადასხვა სკოლის (სულ 1196 სკოლა) სახელით ასპარეზობს. ტურნირში მე-6 - მე-12 კლასის მოსწავლეები გუნდური პრინციპით მონაწილეობენ. ტურნირის პირველ ეტაპზე მათ 24 კითხვას უნდა გასცენ სწორი პასუხები.

ჩემპიონატი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ტურში გამოვლინდება საუკეთესო 69 გუნდი (თითო გუნდი თითო მუნიციპალიტეტიდან), რომლებიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს თბილისში, 9 ივნისს შეხვდებიან. ამ ეტაპზე გუნდები 36 კითხვას უპასუხებენ.

გამარჯვებული გუნდების მონაწილეები სოლიდური პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის ინტელექტუალური ტურნირი ჯერ არსად ჩატარებულა. ჩემპიონატს თვალს ადევნებს „რა? სად? როდის?" მოთამაშე ყველა ქვეყნის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი. პროექტის „ინტელექტის დღე" ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს კლუბი „რა? სად? როდის?".

სასარგებლო ბმულები:
ინტელექტუალური ჩემპიონატის დებულება
ჩემპიონატის ჩატარების ადგილები, მისამართები (ქალაქების მიხედვით)
საკონტაქტო პირები ქალაქების მიხედვით
პროექტის პრეზენტაცია - ვიდეო