სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ლადო ვარძელაშვილმა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები და სპორტის მოღვაწეები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

თარიღი: 2011 აპრილი 28



28 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოში სპორტის განვითარება-პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი სპორტული და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით - სოლომონ ჩიტაშვილი, ალექსანდრე კახნიაშვილი, ვაჟა კრავეიშვილი, ბადრი ჯანიაშვილი და თენგიზ არაბული დააჯილდოვა.

სოლომონ
ჩიტაშვილი - საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი. დამსახურებული მწვრთნელი, 1960 წლიდან სპორტის სამსახურშია. 1988-2004 წლებში მუშაობდა ძიუდოს სახელმწიფო მწვრთნელად და ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდივნად. 2004 წლიდან სამბოს ფედერაციის გენერალური მდივანია.

ალექსანდრე კახნიაშვილი - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში. 2005 წლიდან აქტიური მწვრთნელია, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების - დავით ხუციშვილისა და გიორგი საკანდელიძის პირადი მწვრთნელი.

ვაჟა
კრავეიშვილი - საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 1975 წლიდან მუშაობს მწვრთნელად. დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის მოღვაწე. 1994 წლიდან ჭაბუკთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის - დავით ბედინაძისა და 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენის - მანუჩარ ცხადაიას პირადი მწვრთნელი.

ბადრი
ჯანიაშვილი - საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი. მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი სამბოში. 2004 წლიდან სამბოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი, მისი ხელმძღვანელობით ნაკრების გუნდის წევრებს მოპოვებული აქვთ არაერთი მედალი მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე.

თენგიზ
არაბული - საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის მენეჯერი. დამსახურებული მწვრთნელი1956 წლიდან აქტიურ სპორტშია, არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1965 წლიდან ძიუდოს მწვრთნელი, 1987 წლიან სამბოს მწვრთნელი. მუშაობდა სამბოს ფედერაციის გენერალურ მდივნად, 2004 წლიდან სამბოს ფედერაციის მენეჯერია.

ლადო ვარძელაშვილი:" საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სპორტის მოღვაწეები და დამსახურებული მწვრთნელები ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სპორტის განვითარებაში და გაზრდილი ჰყავთ ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი. მინდა მივულოცო მათ ღირსების ორდენის გადაცემა და მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. მჯერა, ეს ადამიანები ქართულ სპორტს კიდევ ბევრ წარმატებულ თაობას გაუზრდიან".

ალექსანდრე კახნიაშვილი:" დიდი მადლობა დაფასებისთვის. ეს ორდენი მართლაც დიდი სტიმულია და კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მომავალი წელი ოლიმპიადისაა და შევეცდებით კიდევ უფრო მობილიზებულებმა ვიმუშაოთ და ჩვენი ქომაგი გავახაროთ".

ვაჟა კრავეიშვილი:" დაახლოებით 25 წელია ქართულ სპორტს ვემსახურები და ამ ხნის განმავლობაში ბევრი ნიჭიერი ჭაბუკი, ახალგაზრდა და დიდი სპორტსმენი გავზარდე. ეს ორდენი, უთუოდ დიდი სტიმულია, რომელიც კიდევ უფრო მეტად მონდომებულებს გაგვხდის და შემართებით გვამუშავებს, რათა ჩვენს ქვეყანას წარმატებები კვლავაც მოვუტანოთ".

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები