18 ივნისს, ვაკის პარკში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მორიგი ღონისძიება გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები ერთმანეთს კლდეზე ცოცვაში შეეჯიბრნენ.
დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჯანსაღი თაობა" -წარმომადგენლებს შეხვდა და მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი დააანონსა.
18 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 7-კაცა რაგბში ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებული სეუ-ს უნივერსიტეტის გუნდი სტუმრობდა. მორაგბეებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ლექსო გუგავამ უმასპინძლეს. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მორაგბეთა 7-კაცა გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 2001 წლის 17 სექტემბერს ავტოავარიას ემსხვერპლა. ილია ბაბუნაშვილის ეს წერილი, რომელიც დავით ყიფიანს ეძღვნება, ტრაგედიამდე სამი წლით ადრე გაზეთ სარბიელში გამოქვეყნდა.
დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 2001 წლის 17 სექტემბერს ავტოავარიას ემსხვერპლა. გიო ახვლედიანის ეს წერილი, რომელიც დავით ყიფიანს ეძღვნება, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, გაზეთ სარბიელში გამოქვეყნდა.
საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თბილისის დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. დუშან უჰრინის გუნდმა გუშინ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე სომხეთის ჩემპიონს გიუმრის შირაქს უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული სპორტის ამაგდარის, ძიუდოში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, ღირსების მედლისა და ორდენის კავალერის, პროფესორ გურამ რატიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს.