სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკი

თარიღი: 2006 ივლისი 26

ნონა გაფრინდაშვილიქართველები, მეცნიერთა ვარაუდით, ჭადრაკს VII-VIII საუკუნეებში უნდა გასცნობოდნენ. წერილობით წყაროებში ის პირველად იხსენიება XI საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მთარგმნელის გიორგი ათონელის (1009-1065) მიერ გადმოქართულებულ ბასილი დიდის “ექუსთა დღეთაი”-ში. თხზულებაში ვკითხულობთ: “რამეთუ უკეთუ განგიტევნე და დავჰხსნა შესაკრებელი ასე, რომელნიმე ჭადრაგთა მიმართ წარვიდნენ და რომელთამე ტაბლით მღერისა მიისწრაფონ”, რაც ნიშნავს: რომ გაგიშვათ და კრება დავშალო, ზოგი ჭადრაკის და ზოგიც ტაბლის (ე.ი. კამათლის) სათამაშოდ წავაო. როგორც ირკვევა, ბასილი დიდის თხზულებაში ჭადრაკი გიორგი ათონელს ჩაუმატებია. ეს ფაქტი უნდა მიგვანიშნებდეს, რომ იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში ჭადრაკი საკმაოდ გავრცელებული თამაში ყოფილა. ჭადრაკი იხსენიება აგრეთვე მოსე ხონელის (XII ს.) “ამირანდარეჯნიანში”. ავტორი აღწერს ჭაბუკ ფალავანთა ასპარეზობის სურათს და ასახელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულებს. მათ შორის: “მოჭადრაკესა ყველასა ამირ-იამანელი სჯობდა”. 1945 წელს არმაზის არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი ძვლის კამათელი შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ჩვენი წინაპრები იცნობდნენ ჩატურანგას (ჭადრაკის წინამორბედს), რადგან ასეთი კამათელი სწორედ ამ თამაშის დროს გამოიყენებოდა. ჭადრაკის ქართული ტერმინები პირველად გვხვდება მეფე-პოეტის თეიმურაზ II-ის (1700-1762) ლექსში “ყუმარზე ზმა ლექსად თქმული მეფე თეიმურაზ მეორისგან: განჯაფა, ჭადრაკსა და მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალქსანდრია, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი. 1982 წელინარდსა”. იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ცნობით (1654), სამეგრელოში “ჭადრაკსა და ნარდს ქალები ეტანებიან, ვიდრე კაცები და ისე მარდად და ოსტატურად თამაშობენ, რომ საუცხოო სანახავია”. ქართველები ჭადრაკს მზითვად ატანდნენ, შემონახულია ვახტანგ VI-ის ასულის, თამარის მზითვის წიგნი (1712), სადაც ჭადრაკიც არის მოხსენიებული.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჭადრაკი საქართველოში განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა. პირველი მაია ჩიბურდანიძექართველი მოჭადრაკე, ვინც რუსეთსა და ევროპაში გაიცნეს, ანდრია დადიანი (1850-1910) იყო. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჭადრაკმა საქართველოში სწრაფი ტემპით იწყო განვითარება. ტრადიციად დამკვიდრდა თბილისის (1926) და საქართველოს (1928) ჩემპიონატების გამართვა. 1930 წელს ვიქტორ გოგლიძემ დაამარცხა მოსკოველი ოსტატი ვლადიმირ ნენაროკოვი და ქართველ მოჭადრაკეთაგან პირველმა მოიპოვა სპორტის ოსტატის წოდება. საქართველო ჩაერთო სსრ კავშირის საჭადრაკო ცხოვრებაში. 1934 წელს თბილისში ჩატარდა ახალგაზრდა ოსტატთა ტურნირი, 1937 წელს კი – სსრკ ჩემპიონატი. თბილისის ქალთა პირველი ჩემპიონატი 1927 წელს გაიმართა, მაგრამ ქალთა ჭადრაკის აყვავება საქართველოს პირველი ჩემპიონატის (1935) შემდეგ დაიწყო. ასპარეზზე ნონა გაფრინდაშვილის გამოჩენას (1956) დიდი აღმავლობა მოჰყვა. 1962 წელს ნონა ქალთა შორის მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონი გახდა. 70-იან წლებში გამოჩნდნენ ნორჩი იმედისმომცემი მოჭადრაკეები: მაია ნანა ალექსანდრიაჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და ნინო გურიელი. 1978 წელს 17 წლის ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა გაფრინდაშვილს. ქართველი ქალები 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას. იმ პერიოდში ჭადრაკის დედოფლის გვირგვინს ერთმანეთს ეცილებოდნენ ქართველი დიდოსტატები – მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი და მაშინ თბილისში მცხოვრები ელენა ახმილოვსკაია. 1963 წლიდან ქართველი მოჭადრაკეები წარმატებით გამოდიოდნენ მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში (სსრკ ნაკრების შემადგენლობაში). 1992 წლიდან საქართველოს ნაკრებმა სამჯერ მოიპოვა ოლიმპიადის ოქროს მედლები. 1941 წელს თბილისში, რესპუბლიკის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, გაიხსნა ჭადრაკის კაბინეტი. 1947-1966 წლებში მისი გამგე იყო ვახტანგ ქარსელაძე, ვისი აღზრდილებიც არიან მსოფლიოს ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი და ტიგრან პეტროსიანი, აგრეთვე ცნობილი მოჭადრაკეები ნანა ალექსანდრია, რომან ჯინჯიხაშვილი, იური ჩიქოვანი და სხვები. სასახლეში წარმატებით მუშაობს სპორტული კლუბი “ნტნ” (ნონა, ტიგრანი, ნანა). 1970 წელს ვიქტორ გოგლიძის მემორიალში გამარჯვების შემდეგ ბუხუტი გურგენიძე გახდა პირველი ქართველი დიდოსტატი ჭადრაკში. 1973 წელს თბილისში გაიხსნა ჭადრაკის სასახლე. ქართველ მოჭადრაკე კაცთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ზურაბ აზმაიფარაშვილმა, რომელმაც 2003 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოში 2005 წლისთვის 27 საერთაშორისო დიდოსტატი იყო.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წელს. 1993 წლის ნოემბრიდან ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის  (ფიდე) წევრია. პრეზიდენტები: გურამ აბსნაძე (1991-92), ალექსანდრე ჩიკვაიძე (1992-94), ვაჟა შუბლაძე (1994-98), ზურაბ აზმაიფარაშვილი (1998-2000; თანაპრეზიდენტი - 2000-04), ნონა გაფრინდაშვილი (2000-02), ნინო გურიელი (2002-04), კახი ჩიგოგიძე (2004), გურამ აბსნაძე (2004 წლის დეკემბრიდან).

1963-1990 წლების მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში
ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში

საჭადრაკო ოლიმპიადა

II

III

IV

V

VI

VIII

IX

X

XI

XII

XIII

XIV

1. ნონა გაფრინდაშვილი

+11-0=1

+8-1=2

+9-0=1

+5-0=3

+8-0=4

+8-0=3

+8-1=3

+10-0=3

+7-0=3

+10-0=0

-

+7-2=1

2. ნანა ალექსანდრია

-

-

+8-1=0

-

+6-1=1

+7-1=2

+3-3=2

+6-0=3

-

+5-1=4

-

-

3. მაია ჩიბურდანიძე

-

-

-

-

-

+7-0=4

+10-0=3

+6-0=6

+4-0=7

+6-0=4

+4-0=4

+4-1=4
4. ნანა იოსელიანი

-

-

-

-

-

-

+6-0=3

+4-2=2

-

-

-

-

5. ქეთევან არახამია

-

-

-

-

-

-

-

-

-

-

-

+12-0=0

გუნდური ადგილი

I

I

I

I

I

I

I

I

I

I

II

II

გუნდების რაოდენობა

15

14

15

23

25

32

42

45

51

49

56

66


საქართველოს ქალთა და კაცთა გუნდებისა და მათი წევრების შედეგები 1992-2004 წლების საჭადრაკო ოლიმპიადებში

ოლიმპიადები
ქალთა
კაცთა

XV
XXX

XVI
XXXI

XVII
XXXII

XVIII
XXXIII

XIX
XXXIV

XX
XXXV

XXI
XXXVI

1. ნონა გაფრინდაშვილი

+3-4=2

-

-

-

-

-

-

2. მაია ჩიბურდანიძე

+10-0=3

+7-1=3

+5-0=7

+7-0=5

+3-2=5

+5-0=6

+5-1=7

3. ნანა იოსელიანი

+9-1=2

+6-0=5

+7-0=6

+5-1=6

+7-1=4

+5-2=4

-

4. ქეთევან არახამია

-

+5-0=7

+6-0=4

+7-2=2

-

+6-2=2

-

5. ნინო გურიელი

+5-3=0

+5-0=4

+2-3=3

-

+5-1=1

-

-

6. ნინო ხურციძე

-

-

-

+1-2=1

+9-0=4

+4-2=3

-

7. ნანა ძაგნიძე

-

-

-

-

-

-

+7-2=3

8. ლელა ჯავახიშვილი

-

-

-

-

-

-

+6-2=4

9. მაია ლომინეიშვილი

-

-

-

-

-

-

+2-2=1

გუნდური ადგილი:
გუნდების რაოდენობა

I
62

I
80

I
74

III
72

II
85

IV
89

IV
87

1. ზურაბ აზმაიფარაშვილი

+6-2=5

+6-1=4

+5-2=5

+7-1=2

+3-1=6

+4-1=7

+3-2=5

2. ელიზბარ უბილავა

+1-3=4

-

-

-

-

-

-

3. ზურაბ სტურუა

+2-0=10

+3-2=7

+4-2=5

+7-2=1

+5-1=5

+3-2=6

-

4. გია გიორგაძე

+6-3=4

+5-2=5

+6-0=5

+2-3=5

+2-1=7

-

-

5. გენადი ზაიჩიკი

+4-1=1

+6-1=3

+2-2=6

-

-

-

-

6. ლაშა ჯანჯღავა

+0-0=4

+0-3=2

+1-2=0

+1-1=3

-

-

-

7. ხვიჩა სუპატაშვილი

-

+1-0=4

+3-2=3

+1-1=6

-

-

-

8. გიორგი ბაღათუროვი

-

-

-

+4-3=2

-

-

-

9. გიორგი ყაჭეიშვილი

-

-

-

-

+3-4=3

-

+1-1=7

10. თამაზ გელაშვილი

-

-

-

-

+4-1=3

-

+2-3=3

11. ბაადურ ჯობავა

-

-

-

-

+5-2=0

+3-4=1

+7-0=3

12. მიხეილ მჭედლიშვილი

-

-

-

-

-

+4-1=5

-

13. ზვიად იზორია

-

-

-

-

-

+1-0=7

+3-1=7

14. მერაბ გაგუნაშვილი

-

-

-

-

-

+5-0=3

+1-3=4

გუნდური ადგილი:
გუნდების რაოდენობა

VIII
102

X
124

VIII
74

VII
110

VI
128

IV
134

XXI
129