სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ხრიდოლი

თარიღი: 2006 ივლისი 26

შერკინების ერთ-ერთი სტილი ძველ საქართველოში, ცალი ხელით კრივი. იოსებ გრიშაშვილის ცნობით, თუ “ევროპიელთათვის არსებობს “დუელი”, ისე ჩვენებური ყარაჩოღელისათვისაც იყო ამგვარი საშუალება შეურაცჰყოფის ასანაზღაურებლად, რომელსაც “ხრიდოლი” ეწოდებოდა” (ი. გრიშაშვილი. ტომი III, 1963 წ.). ხრიდოლის განმარტება ასევე შეტანილია გრიშაშვილის “ქალაქურ ლექსიკონში”:  “ხრიდოლი, ხრიდონი – კრივი ცალი ხელით, ვარჯიში ერთი ხელით. ერთი ხელი ქამარში აქვთ გარჭობილი და მეორეთი ვარჯიშობენ – ჰკრივობენ”. ხრიდოლი ერთგვარი ოსტატობის მაჩვენებელი იყო, რადგან “ხრიდოლში” გამომწვევი ცალი ხელით ებრძოდა ორივე ხელით მოჩხუბარ მეტოქეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცალი ხელით მებრძოლს გაუჭირდებოდა და მეტოქე დაჩაგრავდა, ის მაინც არ არღვევდა ხრიდოლის წესებს და ისევ ცალი ხელით აგრძელებდა  ბრძოლას. ქართული საბრძოლო ხელოვნების აღორძინების მიზნით, 1993 წელს დაარსდა ხრიდოლის ფედერაცია, რომელიც 22 სადროშოს (კლუბს) აერთიანებს.