სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მიხეილ მესხის სახელობის სპორტული კომპლექსი “ლოკომოტივი”

თარიღი: 2006 ივლისი 26

გაშენდა ყოფილი “ქარიშხალას” სტადიონის ტერიტორიაზე, ვაკის პარკთან. ადრინდელი, 26000-ადგილიანი სტადიონი 1952-57 წლებში აიგო იური კასრაძის პროექტით. 1960 წელს, რეკონსტრუქციის შემდეგ (არქიტექტორები – თემო აბაშიძე, ანრი ყურაშვილი) დაემატა 10400 ადგილი. 1999 წელს ძველი სტადიონი მთლიანად დაანგრიეს და დაიწყეს ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა (არქიტექტორთა ჯგუფისხელმძღვანელი – ოთარ ვარდანაშვილი, წევრები – ნიკოლოზ აბაშიძე, ავთანდილ რევაზიშვილი, ოთარ ბერიანიძე), რომლის მთავარი არენა მწყობრში ჩადგა 2001 წელს, მთლიანი კომპლექსი კი – 2003-ში. “ლოკომოტივის” ახალი სტადიონის საფეხბურთო მოედნის ზომებია 105X68 მ (სადრენაჟო სისტემით), ტრიბუნების ტევადობა – 27000 (მათ შორის 500 გადახურული ადგილი). ტრიბუნების ქვეშ განთავსებულია გასახდელების ორი ბლოკი, ტრენაჟორების დარბაზები, დასავლეთ ტრიბუნის თავზე – პრესისა და სამთავრობო ლოჟები, ტელეკომენტატორთა ჯიხურები, საპრესკონფერენციო დარბაზი და სხვ. კომპლექსში შედის სათადარიგო მოედანი (105X68 მ) 1000 დასაჯდომი ადგილით, 50-მეტრიანი დახურული საცურაო აუზი, სასტუმრო. მიხეილ მესხის სახელი მიენიჭა 2005 წელს.