სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე

თარიღი: 2006 ივლისი 26


პროექტი (არქიტექტორები: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე, თემო ჯაფარიძე, კონსტრუქტორი – დავით ქაჯაია) დაამტკიცეს 1956 წელს, მშენებლობა დაიწყო 1957-ში, გაიხსნა 1961 წელს. კვადრატული ფორმის გუმბათოვან-თაღოვანი შენობის გარე პერიმეტრია 352 მ (88X4), შიდა – 304 მ (76X4). მთავარი არენა – 44X27,4 მ. ტრიბუნები იტევს 9305 მაყურებელს. შენობის ერთი მესამედი (პირველი იარუსი) მიწაშია ჩაღრმავებული. სასახლის ახალი, რეკონსტრუქციის შემდგომი უნიკალური გადახურვა შესრულებულია (მალი – 76 მ) ანაკრები გარსით, სფეროს ფორმის მონოლითური, რვაწახნაგიან კონტურში ჩადგმული რკინა-ბეტონის კონსტრუქციით (შეტანილია ინდივიდუალურ კონსტრუქციათა საერთაშორისო კატალოგში). სპორტის სასახლეში მთავარ არენასთან ერთად არის ორი დარბაზი, გასახდელების, საშხაპეებისა და დამხმარე სათავსების ბლოკი. 1985-იდან სასახლეში დაიდო ბინა “ქართული სპორტის დიდების მუზეუმმა”. გივი კარტოზიას სახელი მიენიჭა 2001 წელს.