სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სპორტული მედიცინა

თარიღი: 2006 ნოემბერი 02

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია დაარსდა 1998 წელს, რომლის პრეზიდენტად არჩეულ იქნა გია აბესაძე. 2003 წლის დეკემბერში ჩატარდა ხელახალი არჩევნები და ასოციაციის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ კახაბრიშვილი. 2004 წლის თებერვალში შეიცვალა წესდება, მასთან ერთად სპორტული მედიცინის ასოციაციის პრიორიტეტები და მიმართულებები.
დღეისათვის საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ახორციელებს ბავშვთა, მოზარდთა, პროფესიონალ სპორტსმენთა და ვეტერან სპორტსმენთა სამედიცინო კვლევას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლსა და ბრძოლას დოპინგის წინააღმდეგ.
სპორტული მედიცინის ასოციაციის მთავარი დევიზია: სპორტი ჯანმრთელობისათვის, სპორტი დოპინგის წინააღმდეგ.