სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

წლები და მოვლენები

თარიღი: 2006 აგვისტო 07

1918 წლის 25 აგვისტო. დაარსდა ქართული ტანვარჯიშული საზოგადოება_შევარდნელთა პირველი ორგანიზაცია, რომელსაც ეწოდა "ქართული ტან-ვარჯიშობის საზოგადოება "შევარდენი" თბილისში".

1923 წლის 28 აგვისტო. მყინვარწვერი დალაშქრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და მასწავლებელთა 18-კაციანმა ჯგუფმა გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. ამით სათავე დაედო ქართული ალპინიზმის ისტორიას.

1939 წლის 18 სექტემბერი. მძლეოსნობის ისტორიაში საბჭოთა სპორტსმენმა პირველად დაამყარა მსოფლიო რეკორდი: ნინო დუმბაძემ მოსკოვში ბადრო 49,11 მეტრზე ტყორცნა, თუმცა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ეს შედეგი არაოფიციალური რეკორდების სიაში შეიტანა, ვინაიდან იმ დროს სსრ კავშირი ამ ორგანიზაციის წევრი არ იყო.

1948 წლის 8 აგვისტო. ნონო დუმბაძემ მოსკოვში ოფიციალური მსოფლიო რეკორდი დაამყარა ბადროს ტყორცნაში_53,25 მ.

1952 წლის 22 ივლისი. თავისუფალი სტილის მოჭიდავემ დავით ციმაკურიძემ ოქროს მედალი მოიპოვა ჰელსინკის XV ოლიმპიურ თამაშებზე და გახდა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი.

1953 წლის 20 აპრილი. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავემ გივი კარტოზიამ გაიმარჯვა ნეაპოლში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში. ის გახდა პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენელთა შორის.

1953 წლის 25 მაისი. ტოკიოში ვახტანგ ბალავაძე გახდა პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.

1962 წლის 29 ივლისი. ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვეს თბილისის "დინამოს" კალათბურთელებმა. მათ ჟენევაში გამართულ ფინალურ მატჩში ანგარიშით 90:83 დაამარცხეს მადრიდის "რეალი".

1962 წლის 18 სექტემბერი-17 ოქტომბერი.  ნონა გაფრინდაშვილმა მოსკოვში 9:2 მოუგო ელიზავეტა ბიკოვას და ჭადრაკში ქალთა შორის მეხუთე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

1964 წლის 18 ნოემბერი. სსრკ ჩემპიონტის დამატებით მატჩში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:1 დაამარცხეს მოსკოვის "ტორპედო" და პირველად მოიპოვეს სსრკ ჩემპიონობა.

1965 წლის 9 სექტემბერი. ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში ომარ ფხაკაძე გახდა პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ველოსპორტში.

1968 წლის 17 ოქტომბერი. მეხიკოში ვიქტორ სანეევმა პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა სამხტომში და ორი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა_17,23 და 17,39 მ.

1976 წლის 3 სექტემბერი. თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა მოსკოვში ანგარიშით 3:0 დაამარცხეს ერევნის "არარატი" და პირველად მოიპოვეს სსრკ თასი.

1978 წლის 18 აგვისტო-5 ოქტომბერი. ბიჭვინთაში მაია ჩიბურდანიძემ დაამარცხა ნონა გაფრინდაშვილი 8,5-6,5 და ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი გახდა.

1979 წლის 12 დეკემბერი. პარიზში თემურ ხუბულურმა ქართველ ძიუდოისტთაგან პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

1981 წლის 13 მაისი. დიუსელდორფში გამართულ ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 დაამარცხეს იენის "კარლ-ცაისი".

1989 წლის 12 სექტემბერი. ქართული სპორტის ისტორიაში პირველად ითამაშა ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა: ქუთაისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 16:3 დაამარცხა ზიმბაბვე.

1989 წლის 6 ოქტომბერი. თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი ყრილობა.

1990 წლის 15 თებერვალი. თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაფუძნდა საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაცია და ქართულმა გუნდებმა უარი თქვეს სსრ კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

1992 წლის 25 ივნისი. ქართველ მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად გაიმარჯვა საჭადრაკო ოლიმპიადაში.

1992 წლის 27 ივლისი. ბარსელონაში ე. წ. გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი. მისი გამარჯვების აღსანიშნავად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

2003 წლის 13 ოქტომბერი. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში ანგარიშით 17:13 დაამარცხა რუსეთის ნაკრები და საქართველოს გუნდებს შორის პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში.

2004 წლის 19 აგვისტო. ათენში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური.

2006 წლის 17 სექტემბერი. პარიზში, "ბერსის" დარბაზში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ტიტული. 

2008 წლის 13 აგვისტო. პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მანუჩარ კვირკველია. 

2008 წლის 13 აგვისტო. პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ირაკლი ცირეკიძე.

2008 წლის 21 აგვისტო. პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა რევაზ მინდორაშვილი. 

2009 წლის 22 მარტი.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში 29:21 დაამარცხა რუსეთის ნაკრები და ერთა თასის გამარჯვებული გახდა

2009 წლის 24-26 აპრილი. თბილისის სპორტის სასახლემ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

2009 წლის 31 ივნისი-5 ივლისი. თბილისის სპორტის სასახლემ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჭიდაობაში ევროპის ახალაგზრდულ პირველობას უმასპინძლა

2009 წლის 9 სექტემბერი. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 86:84 დაამარცხა ბელარუსის ნაკრები და ოფიციალურად მოიპოვა A დივიზიონის საგზური

2009 წლის 14 ნოემბერი. ქართულმა რაგბმა არსებობის 50 წლის იუბილე აღნიშნა, იუბილეს ფარგლებში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა არგენტინის A ნაკრები 24:22 დაამარცხა

2010 წლის 12-28 თებერვალი. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ვანკუვერის 21-ე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში

2010 წლის 19 მარტი. საქართველოს მორგაბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტრაბზონში 36:8 დაამარცხა რუსეთის ნაკრები და ოფიციალურად დაისაკუთრა  2011 წლის მსოფლიოს თასის საგზური

2010 წლის 22-25 აპრილი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვენაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველობის ოქროს მედალი მე-4 დაისაკუთრა

2010 წლის 5 სექტემბერი. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად მოიპოვა

2010 წლის ოქტომბერი.
საქართველოს მორაგბეთა ახალაგზრდული ნაკრები ევროპის ჩემიონი გახდა

2010 წლის 20,27 ნოემბერი. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა საერთაშორისო ტესტმატჩში დაამარცხა კანადის და აშშ-ს ნაკრებები შესაბამისად - 22:15 და 19:17

2010 წლის 27 ნოემბერი. ბელგრადში გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 39-ე გენერალურ ასამბლეაზე, თბილისი აირჩიეს ევროპის 2015 წლის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქალაქად

2011 წლის 2-3 აპრილი. გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე რევაზ ლაშხმა (60კგ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა

2011 წლის 19 მარტი. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე სოჭში 15:9 დაამარცხა რუსეთის ნაკრები

2011 წლის 31 აგვისტო-12 სექტემბერი. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 

2011 წლის 14 სექტემბერი-2 ოქტომბერი. საქართველოს მორგაბეთა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე