სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ავალიშვილი გიორგი

თარიღი: 2006 ივლისი 20

16.10.1913, თბილისი – 12.07.1986, იქვე. კალათბურთი (183 სმ). თამაშობდა თბილისის “ნაუკაში” (1929-31), “მედსანტრუდში” (1932-34), “სპარტაკში” (1935-36), “სტროიტელსა” (1937) და “დინამოში” (1938-50). სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1947). იყო თბილისის “დინამოს” და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების  მწვრთნელი და მთავარი მწვრთნელი (1945-68). მისი თავკაცობით “დინამო” გახდა სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 53, 54), მეორე (1960) და მესამე (1952) პრიზიორი, ორჯერ მოიპოვა სსრკ თასი (1950, 51), საქართველოს ნაკრები კი სსრკ ხალხთა II სპარტაკიადაში (1959) მეორე ადგილზე გავიდა. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.