სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ასათიანი ნუგზარ

თარიღი: 2006 ივლისი 20

16.07.1937, ქუთაისი – 02. 04.1992, თბილისი. ფარიკაობა, ხმალი. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში და 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (მეოთხედფინალი), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1965), ორგზის მეორე (1961, 63) და მესამე (1962) პრიზიორი, სტუდენტთა მსოფლიო თამაშების მეორე პრიზიორი (1961), სსრკ ჩემპიონი პირად (1961) და გუნდურ შეჯიბრებებში (1960, 62, 64), სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1960, 62, 66, 68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ).