სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სალაძე ნელი

თარიღი: 2006 ივლისი 24

დაიბადა 12.12.1939, თბილისი. მხატვრული ტანვარჯიში. სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964). მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-93), სსრკ ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრი (1977-82). მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (1979). ავარჯიშებდა ბელგიისა (1999-2001) და იაპონიის (1992, 96, 2000, 02) კლუბების სპორტსმენებს. მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.