სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

უთმელიძე მარიამ (მარინე)

თარიღი: 2006 ივლისი 24

დაიბადა 20.05. 1923, თბილისი. ალპინიზმი. მსოფლიოში პირველი ქალი, რომელმაც უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი განახორციელა (1952). ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1946-1963), ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს სამარშრუტო-საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე (1952-1999), მთამსვლელობისა და ტურიზმის უფროსი ინსტრუქტორი, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი ტურიზმსა და ალპინიზმში. საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, თბილისის მოსწავლეთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის გამგე. სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.