სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ყიფიანი დავით

თარიღი: 2006 ივლისი 25

18.06.1951, თბილისი – 17. 09.2001, მცხეთა. ფეხბურთი, ნახევარმცველ-თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის “დინამოსა” (1968-69, 71-82) და “ლოკომოტივში” (1970). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი (7 გოლი). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 245 მატჩი (79 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და ხუთგზის მესამე (1971, 72, 76 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1977), გრიგორი ფედოტოვის სახელობის ასიანთა კლუბის წევრი (115 გოლი). იყო თბილისის “დინამოს” (1984-85, 88-91, 95-98), “ლოკომოტივის” (1988), ნიქოზიის “ოლიმპიაკოსის” (კვიპროსი, 1992-93), იაროსლავლის “შინიკის” (რუსეთი, 1998), ქუთაისის “ტორპედოსა” (1999-2000, 2000-01) და საქართველოს ნაკრების (1997, 1999-2001) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით “დინამო” (1990, 95, 96, 97) და “ტორპედო” (2000, 01) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, იმავე “დინამომ” (1995, 96, 97) და “ტორპედომ” (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. 1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0:4). 1993 წელს მისი სახელი მიენიჭა გურჯაანის ცენტრალურ სტადიონს, 2001 წელს კი – საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.