ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ პეკინიდან დაბრუნებისთანავე მშობლიურ ქუთაისს მიაშურა. იმერული სუფრის ტრადიციას თუ გავითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენია, ჩამოსვლის პირველ დღეებში რამდენი სადღეგრძელოს მოსმენა მოუწევდა ოლიმპიურ ჩემპიონს და კიდევ რამდენის მოუწევს. ტელეფონით რომ შევეხმიანეთ, კვლავ სტუმრებს ელოდა, თუმცა ინტერვიუზე მაინც სიამოვნებით დაგვთანხმდა.