სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

თარიღი: 2014 ივლისი 29

მისამართი: საქართველო, თბილისი; ი.ჭავჭავაძის გამზირი #49
ტელეფონი
: 225 00 98
ვებ-გვერდი: www.sportuni.edu.ge
.ფოსტა: info@sportuni.gepublicinfo@sportuni.ge

საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი:
პროფესორი ჯემალ ძაგანია
ელ.ფოსტა:
jemal.dzagania@gmail.com
ტელეფონი: 599 58 26 62

საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი დაარსდა 1938 წელს როგორც დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი. აკადემიის სტატუსი მიენიჭა 1994 წელს. 2007 წელს მიუერთეს ილიას უნივერსიტეტს.

2013 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღედგინა სპორტის უმაღლესი დაწესებულება და 64-ე განკარგულების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

2014 წლის 19 მაისს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს #12 გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (სასწავლო უნივერსიტეტი) და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვრა 450-ით.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ორი ფაკულტეტი: მწვრთნელთა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის.

2014-2015 სასწავლო წლისათვის შიდა ტურის გამოცდები ჩააბარა 136 აბიტურიენტმა და მათი სიები გადაეცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საერთო ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტმა 2014-2015 სასწავლო წლისათვის გამოაცხადა სტუდენტთა მიღება მობილობის წესით პირველ კურსზე. უნივერსიტეტში იმუშავებს ცენტრები, რომელთაც შეეძლებათ აკადემიური და არააკადემიური სასწავლო კურსების გაძღოლა: ინგლისური ენის  შემსწავლელი  ცენტრ და კომპიუტერული ცენტრი.

უნივერსიტეტში სტუდენტთა სწავლისა და პროფესიული განვითარების საქმეს მოემსახურება თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტული მოედანი, მძლეოსნობის სექტორები და სარბენი ბილიკები, სპორტული დარბაზები, რეაბილიტაციის ცენტრი, კომპიუტერული კლასი და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, რომლებიც მოეწყო და  აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერებით და წიგნებით.

უნივერსიტეტში ორივე მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არიან კვალიფიციური და გამოცდილი აკადემიური პერსონალი და მოწვეული პროფესორები, აკადემიური დოქტორები, დარგის მიმართულებით სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების, სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორები, პრაქტიკოსი  სპეციალისტები, მათ შორის 20 პროფესორი, 39 ასოცირებული პროფესორი, 36 ასისტენტ-პროფესორი და 5 ასისტენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:  www.sportuni.edu.ge